სტამბოლში PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი დაიწყო
პოლიტიკა - 11:13, 16 May, 2018     802
სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი დაიწყო, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მონაწილეობას.

ირაკლი კობახიძე სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის ფორმირებაში პარლამენტების როლზე ისაუბრებს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ოთარ დანელიას განცხადებით, ასამბლეა მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციონირებისთვის.

„შავი ზღვის საპარლამენტო ეკონომიკური ფორუმი საკმაოდ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, ვინაიდან აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით, საქართველო ძალიან გააქტიურდა და ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო რეზოლუციები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. დღევანდელი დღე ეძღვნება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 25 წლის იუბილეს, რომელსაც ესწრება ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე. არის უმაღლესი დონე და ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ მოვახდინოთ კიდევ უფრო ძლიერი პოზიციონირება როგორც ინსტიტუციური-ამ შემთხვევაში, საპარლამენტო, ასევე, რა თქმა უნდა, ქვეყნის თვალსაზრისით“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, სამიტზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

„ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე - ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაცია გრძნობს ყველა სხვა დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას აწუხებს“,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42