„ამ აქციის რეზულტატმა გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები - შსს და სუსი“ - ნიკა გვარამია
სოც.მედია - 09:47, 16 May, 2018     2239

აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ არჩევანის ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ ისინი აქციაზე პოლარიზებას მოერიდნენ, ნიკა გვარამია ეხმაურება.

„დღევანდელი ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის პარადიგმა შემდეგია:

ოფიციალური ძალოვანი უწყებები არ არბევენ (ჯერ), სამაგიეროდ უშვებენ არაოფიციალურ ფაშისტურ-აგენტურულ ორგანიზაციებს (უკვე მათი არსებობა შემდგარი დანაშაულია), რისი მეშვეობითაც ახდენენ სიტუაციის ესკალაციას და მერე აძლევენ აქციის მოაწილეებს შეთავაზება/ულტიმატუმს: ან თქვენით დაიშალეთ, ან ესენი დაგასისხლიანებენ და ჩვენ ვერ დაგეხმარებით (რაც ნიშნავს "არ დაგეხმარებით").

ჯერჯერობით აქცია დაიშალა (მიზეზს არა აქვს ამჯერად მნიშვნელობა) და არ დადგა აქციაზე ორკების მიშვების საჭიროება. არ დაიშლებიან და რას იზამს შსს და მისი უკანონო ფაშისტური დანაყოფი, არ ვიცით, იმიტომ რომ ჯერ არავის არ ეყო გამბედაობა, კანონიერი უფლება და ინტერესი ბოლომდე დაეცვა

ps ამ აქციის ლიდერებმა დღეს, არჩევანში, მთლად საოცრება თქვეს: პოლარიზაციას მოვერიდეთო. ვისთან პოლარიზაციას? ფაშისტებთან პოლარიზაციის მორიდება ფაშისტებთან კომპრომისი და მთავრობასთან კომფორმიზმია, ძვირფასებო, ესაა ფაშიზმისკენ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯი და ფაშისტური დიქტატურის დამყარებაში შეტანილი წვლილი. აი, ასე, პარადოქსულად, მაგრამ ამ აქციამ, უფრო სწორად, მისმა რეზულტატმა, გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები - შსს და სუსი.“ - წერს გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42