Facebook-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი აქვეყნებს სპეციალურ ბმულს, სადაც იგი აქვეყნებს ანგარიშს, სოცქსელის მომხმარებლის დაცულობისა და მასში არსებული, სიძულვილის, ძალადობისკენ მოწოდების, სექსუალური ხასიათის მასალის, ტერორისზმისა და სხვა აკრძალული კონტენტის გამოვლენისა და წაშლის თაობაზე. იგი სისტემატიურად გამოაქვეყნებს ასეთი ხასიათის მასალას, ხოლო პირველი ანგარიშის წაკითხვა ამ ბმულზე შეგიძლიათ - https://transparency.facebook.com/
"ანგარიშში, თქვენ დაინახავთ, რომ ამ წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ჩვენს მიერ წაშლილია 837 მილიონი სპამი და გაუქმებულია 583 მილიონი ყალბი აქაუნთი. ჩვენს მიერ შექმნილი სპეციალური ხელსაწყო AI-ის წყალობით, თითქმის ყველა სპამი იქამდე წაიშალა, სანამ ვინმე შეგვატყობინებდა და უმეტესი ყალბი ანგარიშები გაუქმდა მათი რეგისტრაციიდან რამდენიმე წუთში.
გაცილებით მეტი სამუშაო გვაქვს. AI-ს ჯერ კიდევ სჭირდება გაუმჯობესება, სანამ ჩვენ შეგვეძლება გამოვიყენოთ იგი უფრო ეფექტურად ლინგვისტიკურად ნიუანსურ საკითხებზე, როგორიცაა სხვადასხვა ენაზე სიძულვილის, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ. როგორც ადრე, ჩვენ მოუთმენლად ველით როდის გვექნება ჩვენი პროგრესის თქვენთვის გაზიარების შესაძლებლობა," - წერს ცუკერბერგი.
მასალის გამოყენების პირობები






