შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთაველის გამზირზე ჩატარებული აქციის ორგანიზატორებისა და შს მინისტრის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებისთვის კომენტარი შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა:
„გაიმართა უშუალოდ საუბარი იმასთან დაკავშრებით, თუ რატომ ჩავატარეთ სპეცოპერაციები კლუბებში, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ დამაჯერებელი არგუმენტები, ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, უშუალოდ ვაჩვენეთ ამ ადამიანებს ის მტკიცებულებები, ვიდეომასალა, სადაც ასახული იყო კლუბებში უშუალოდ, შიგნით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების არა ერთი ფაქტი, იყო ისინი, რომელიც გასაჯაროვდა და იყო ასევე სხვა ვიდეომასალაც, გასაგებია, რომ აზრთა სხვადასხვაობა ამს აკითხთან დაკავშრებით ჩვენსა და კლუბის წარმომადგენლებს შორის არსებობს, მე მესმის, რომ მათ არ უნდათ რაღაც დადასტურებული ფაქტების აღიარება რაღაც მიზეზების გამო, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, რომ იმ კლუბებში, სადაც ჩვენ საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, სისტემატურად ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა, ვისაუბრეთ ასევე მეორე მიმართულებითაც, მათ დააყენეს საკითხი იმასთან დაკავშრებით, მოხდა თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები უშუალოდ კლუბების გარეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ შორის აზრები გაიყო, თუმცა, ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ ერთ რამეს, რომ ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით, გარეთ უშუალოდ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი, თუმცა, ამ ადამიანებსაც ჩვენ ვთხოვეთ, არც ჩვენამდე არც სახალხო დამცველის აპარატამდე რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ შეტყობინება შემოსული არ არის, თუ ასეთი დაფიქსირდება, მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ასევე სახალხო დამცველის სამსახურთანაც“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






