„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმების საკითხზე სამუშაო ჯგუფის მუშაობაში აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის ჩართვას ითხოვენ. აღნიშნული განცხადება წიქარიშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა:
“რომ გითხრათ, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი ვარ, ასე არ არის, ვინაიდან სამინისტრო არ იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამართალდამცველთა გადაცდომასთან მიმართებით, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადაცდომებს დავუმტკიცებთ. ბუნებრივია, ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს და წარვუდგენთ მთავარ პროკურატურას და გენინსპექციას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ეს საკითხები. ასევე, ვითხოვთ აღნიშნულ განხილვაში ჩაერთოს ჯანდაცვის მინისტრი, კერძოდ, კი ნარკოპოლიტკასთან მიმართებით“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






