„ევროკავშირმა საქართველო 15 ქვეყანასთან ერთად შეარჩია, რომელიც წარმატებული მაგალითია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით“ - თამარ ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 20:41, 15 May, 2018     780

„ევროკავშირმა საქართველო 15 ქვეყანასთან ერთად შეარჩია, რომელიც წარმატებული მაგალითია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული პროგრესის თვალსაზრისით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სტავროს ლამბრინიდისთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროკავშირის ახალი ინიციატივა Good Human Rights Stories (GHRS), რომელშიც საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად მოხვდა. ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ სიაში შესულია ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნები, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების კარგი სისტემა.

„ვისაუბრეთ იმ სფეროებზე, სადაც საქართველოს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, მაგალითად: არასათანადო მოპყრობა, პატიმრების მდგომარეობა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, ქალთა უფლებები, პოლიტიკური უფლებები და ა.შ. საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომლის გამოცდილებაც იმის თაობაზე, თუ როგორ გადაჭრა ეს პრობლემები, სხვა ქვეყნებს გაუზიარებენ“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ესწრებოდა.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42