"ერთად დავძლიოთ სიძულვილი და გადავდგათ ნაბიჯი მშვიდობიანი თანაცხოვრებისაკენ"- 17 მაისს მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება
პოლიტიკა - 18:27, 15 May, 2018     1290

17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საღამოს 7 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან სიძულვილისა და უთანასწორობის გასაპროტესტებლად აქცია გაიმართება.

„საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქართულ საზოგადოებას არაერთი სასტიკი, ძალადობრივი აქტი გვახსოვს. ჩვენს მეხსიერებაში ოთხი ომის შავ-თეთრი სურათებია აღბეჭდილი, აქედან ერთი, ყველაზე სასტიკი - სამოქალაქო ომის. ჩვენ ერთად გამოვიარეთ შიმშილის, განუკითხაობისა და უსამართლობის ათწლეულები, რომელმაც ათასობით თანამოქალაქის ჯანმრთელობა, თავისუფლება, ღირსეული ცხოვრება, ხოლო ხშირ შემთხვევაში, საუბედუროდ, სიცოცხლე შეიწირა და იწირავს დღემდე. ძალადობისა და სიძულვილის დამანგრეველი შედეგები ქართული საზოგადოებისთვის უცხო არაა. ამ პროცესში კი სიძულვილის წამახალისებელ როლს უმეტესად სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესთა მქონე ჯგუფები ასრულებდნენ.

პოლიტიკოსებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისა თუ დაჯგუფებების ქმედებები თითქმის არასდროს ყოფილა მომართული ქართული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პრობლემების - სიღარიბის, უმუშევრობისა და უთანასწორობის აღმოფხვრისკენ. ისინი არასდროს გვაჩვენებდნენ საქმით, რომ თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენგან განსხვავებით, ისინი არც კი ფიქრობდნენ ამაზე.

ძალაუფლების დასაუფლებლად, შესანარჩუნებლად და ბოროტად გამოსაყენებლად, ყველაზე ხშირად, მათი მთავარი იარაღი იყო არა სიმართლე, მათი მიზანი იყო არა მოქალაქეთა კეთილდღეობა, არამედ ერთმანეთთან დაპირისპირებული და დაქსაქსული საზოგადოება, რომელსაც საერთო, ნამდვილი და რეალური პრობლემების წინააღმდეგ გაერთიანების ძალა აღარ შესწევს, რადგან ერთმანეთთან მტრობითაა დაკავებული.

2013 წლის 17 მაისს საზოგადოება ძალადობაზე, როგორც ყველასთვის საფრთხისშემცველ მტაცებელზე არ ფიქრობდა და შედეგად, სამოქალაქო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი და სამარცხვინო სამოქალაქო დარბევის მომსწრენიც გავხდით. ამ დღემდე არავის გვქონდა ნანახი, როგორ გამოიყურება ათიათასობით მოქალაქე, რომელიც მოსაკლავად მისდევს რამდენიმე ათეულ მშვიდობიან თანამოქალაქეს. ამ კონკრეტულ დღეს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ დღეს ადამიანებმა სიცოცხლე არ დავკარგეთ, მაგრამ ბევრმა ჩვენგანმა დაკარგა ცხოვრების ძვირფასი ნაწილი - ოჯახის წევრები, ბავშვობის მეგობრები, ნაცნობები და შეყვარებულებიც კი.

17 მაისს ერთმანეთი დავკარგეთ ადამიანებმა ბარიკადების ორივე მხარეს, ხოლო ამ დღეს აგორებულმა სიძულვილისა და ზიზღის, ჰომოფობიის ტალღამ მოგვიანებითაც არაერთი ჩვენგანი დატოვა მეგობრის, სახლის და სიცოცხლის გარეშე. ჩვენ გვახსოვს, რომ სასტიკად მოკლული ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები ზოგჯერ არც კი იგლოვეს, ზოგჯერ დაწვეს, ზოგჯერ კი სიხარულით აღნიშნეს ჩვენი დებისა და ძმების სიცოცხლის დასრულება.

2018 წლის 17 მაისს, ჩვენ, ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, ჩვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - საქართველოს თავისუფალი მოქალაქეები ვიკრიბებით იმისთვის, რომ შევახსენოთ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები; მკაფიოდ ვუთხრათ ხელისუფლებას, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჯგუფებსა თუ დაჯგუფებებს, რომ ფუჭია საზოგადოებაში შუღლის გაღვივების ყველანაირი მცდელობა, ხოლო მათ, ვინც საკუთარი ვიწრო ინტერესების გამო სამარცხვინო სამოქალაქო მტრობას თესავს, ისტორია და თავად საზოგადოება მოსთხოვს საკადრის პასუხს.

2018 წლის 17 მაისს ვიკრიბებით იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მკაფიოდ და გარკვევით ვუთხრათ: 90-იანი წლებიდან დღემდე, სიძულვილსა და უთანასწორობას ვუყურებთ უკლებლივ ყველა ჩვენგანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, მის მომაკვდინებელ შედეგებსაც უკლებლივ ყველა ჩვენგანი ვიმკით. სიძულვილით უკვე არაერთხელ ვცადეთ და ბუნებრივია, არაფერი გამოგვივიდა, ნგრევის გარდა. ღრმად გვწამს, რომ ახლა დროა, სოლიდარობით, ერთობლივი შრომითა და ურთიერთპატივისცემით დავიწყოთ საზოგადოებრივი თანაცხოვრება. გავიხსენოთ და ამით დავივიწყოთ ის, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა!

2018 წლის 17 მაისს სწორედ ამის სათქმელად ვიკრიბებით, შემოგვიერთდით! ერთად დავძლიოთ სიძულვილი და გადავდგათ ნაბიჯი მშვიდობიანი თანაცხოვრებისაკენ.“- ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42