"ჩხრეკა იყო ლეგიტიმური და ჩატარდა იმ დროს, როცა კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა" - შს მინისტრის მოადგილე
პოლიტიკა - 18:02, 15 May, 2018     1272
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ლეგიტიმური იყო, რადგან კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა.


„ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რატომ ჩაატარა პოლიციამ კლუბებში საგამოძიებო მოქმედება მაშინ, როცა გარკვეული ნაწილის, უმრავლესობის დაკავება გარეთ მოხდა. ეს საგამოძიებო მოქმედებები დამოუკიდებელია.

მოდით, ცოტა ხანი დაკავების ფაქტი დავივიწყოთ და იმაზე ვიმსჯელოთ, პოლიციას ჰქონდა თუ არა კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო –- ამ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკები, გაყიდვის არაერთი ფაქტი დადასტურებულია მტკიცებულებებით, ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეომასალა, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის იმ კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. შესაბამისად, ჩატარებული ჩხრეკა იყო ლეგიტიმური და ჩატარდა სწორედ იმ დროს, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა.

საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა - ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს, სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული მტკიცებულებები აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება და ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა - დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური. სწორედ მაშინ, როცა „ივენთი” მიმდინარეობდა, რადგან ეს იყო ის დრო, როცა ნარკოტიკული საშუალებები კლუბებში იყიდებოდა. საგამოძიებო მოქმედებები ზუსტად მაგ დროს უნდა ჩატარებულიყო“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42