ინიციატივის მიხედვით, აღნიშნულ საკითხებზე მასმედიის საშუალებით ღიად საუბარი, ექსპერტიზის დასკვნის, სამედიცინო საქმიანობაზე ზემდგომი მარეგულირებელი ორგანოს ან სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - თანხა გაორმაგდება. ამავე დროს მედიას დაეკისრება ვალდებულება უარყოს მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია.
ანალოგიური ფულადი სანქცია იქნება გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე პროტესტის გამოხატვის ან დაწესებულებაში ძალით შეჭრის შემთხვევაშიც. კერძოდ, მსგავის ქმედება თავიდან 1000 ლარით, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში კი 2000 ლარით დაჯარიმდება. სამედიცინო საქმიანობისას პაციენტის ან სხვა პირის მიერ ექიმის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე კი ჯარიმა 1000 ლარი იქნება.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.
მასალის გამოყენების პირობები






