"ჩვენი გადაწყვეტილება არ ნიშნავს უკან დახევას" - თეთრი ხმაურის მოძრაობა განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 17:13, 15 May, 2018     1499

2-დღიანი აქციების დასრულების შემდეგ "თეთრი ხმაურის მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს.


"მეგობრებო, მხარდამჭერებო, თანამებრძოლებო, ყველას გესმით, თუ რაოდენ მძიმე და კრიზისული დღეების გადატანა მოგვიხდა ერთად: ამ დრომდე უცნობი სუბსტანციით ადამიანთა ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების შემთხვევები, მიზანმიმართული და ორგანიზებული თავდასხმები სოციალურ ქსელში, ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის მებრძოლ ჯგუფებზე, საკლუბო სცენაზე, რაც მოგვიანებით ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრით და კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ასეულობით მოქალაქის დარბევითა და დაკავებით დასრულდა, საზოგადოების ორდღიანი აქცია და კონტრდემონსტრაცია. გვინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ერთად გადაიტანეთ მძიმე და სტრესული წუთები, ვიდექით ერთად და გვაძლიერებდით ერთმანეთს.

აქციებით ჩვენ დღის წესრიგში მოქმედი პოლიტიკური სისტემისა და უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დავსვით, მოვითხოვეთ სოციალურ კეთილდღეობასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის დღის წესრიგში დაბრუნება, როგორც ერთადერთი სწორი გზა ქვეყანაში ნარკოვითარების კუთხით არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

13 მაისის აქცია განსაკუთრებით მძიმე და დაძაბულ ვითარებში წარიმართა. ჩვენ გვიწევდა მთელი დღისა და საღამოს განმავლობაში თვალი გვედევნებინა ჩვენს მიმართ აგრესიითა და სიძულვილით განწყობილი ჯგუფებისთვის, მათი აგრესიისგან დასაცავად ჩვენს შორის პოლიციის კორდონიც აღიმართა. ამის მიუხედავად ჩვენამდე მუდმივად აღწევდა ინფორმაცია აქციაზე მომავალ მხარდამჭერებზე თავდასხმების თაობაზე. ვითარება კიდევ უფრო გამწვავადა ღამით. კონტრდემონსტრანტები ისროდნენ ქვებს, ბოთლებს და აგრესიაც უფრო მატულობდა.

ორგანიზატორების ნაწილი უკვე ვსაუბრობდით პროტესტის დროებით შეჩერებაზე რა დროსაც შეგვატყობინეს რომ შს მინისტრი პარლამენტში ჩვენთან შესახვედრად მოვიდა. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ განგვიცხადა რომ პოლიციის თანამშრომლებს უკვე უჭირდათ ეგზალტირებული მასის შეკავება და იძულებულნი გახდებოდნენ მათ მიმართ სპეც დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლები გამოეყენებინათ. ჩვენ აქციის დაწყებიდან მოვუწოდებდით პოლიციას რომ არ გამოეყენებინათ ზედმეტი ძალა კონტრდემონტრანტების მიმართ, დარბევისა და პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილი საზოგადოება მათ დარბევას ვერ დავუშვებდით, ასევე ვერაფრით დავუშვებდით თუნდაც ჰიპოთეტურად კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო თქვენი უსაფრთხოება. ვიაზრებდით რომ აგრესიული ჯგუფების დარბევით ვითარების კიიდევ უფრო გამწვავების საშიშროება არსებობდა, როგორც ადგილზე, ასევე სამომავლოდ. დადგა კომპრომისების საჭიროება. ვითარების განმუხტვის მიზნით კი, ჩვენ პროტესტის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ.

მოგვიანებით შს მინისტრმა თავად მიმართა ჩვენს მხარდამჭერებს თხოვნით ესკალაციის საშიშროების გამო შეეწყვიტათ საპროტესტო აქცია, დემონსტრანტებმა კი მისგან სანაცვლოდ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა. მნიშვნელოვანია ითქვას რომ ეს იყო პირველი არასრულყოფილი, მაგრამ მაინც შეცდომის აღიარება პოლიტიკური სისტემის მხრიდან, რაც უპირველესად თქვენი, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დამსახურებაა.

მნიშვნელოვანია ითქვას რომ ჩვენი გადაწყვეტილება არ ნიშნავს უკან დახევას, ეს იყო სტრატეგიული სვლა და ხაზგასმა ჩვენსავე ღირებულებებზე. ჩვენ არ დავუშვით სამოქალაქო დაპირისპირება და ამასთან ვაიძულეთ სისტემა წამოსულიყო დიალოგზე. კომპრომისი იყო ორმაგი. შს მინისტრისგან მივიღეთ მოლაპარაკების ფორმატის შეთავაზება, სადაც პარალელურად განიხილება ორი საკითხი:

1) 12 მაისის ღამის მოვლენების ერთობლივი განხილვა და ძალის გადამეტების ფაქტების დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

2)ნარკოპოლიტიკის რფორმაზე მუშაობა და უახლოეს მომავალში მიღება.

მეგობრებო, ბუნებრივია ეს არ არის ის მაქსიმუმი რის მიღწევასაც ვითხოვდით, ეს არ ნიშნავს რომ შედეგი მივიღეთ და კმაყოფილნი ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკების რეჟიმში გადასვლა ცდად ღირს. ჩვენი მოთხოვნები ძალაშია, ჩვენი პროტესტიც ძალაშია, პროცესი იქნება გამჭვირვალე და არასათანადოდ წარმართვის შემთხვევაში უფრო ორგანიზებულად დავუბრუნდებით ქუჩას.

გუშინ უკვე შედგა ერთი შეხვედრა სადაც პროცედურული საკითხები და დღის წესრიგი განვიხილეთ. შინაარსობრივი შეხვედრა 12 მაისის ოპერაციასა და დარბევაზე კლუბებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და შსს-ს შორის გაიმართება დღეს 18:00 საათზე.

დასასრულს გვსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს, დემონსტრანტებს, აქციის მხარდამჭერებს, თქვენ ხართ დღეს ქვეყანაში კეთილდღეობის მიზნებისკენ მიმავალი მთავარი ძალა. მადლობა რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებს შემოერთებისთვის, მადლობა ემიგრანტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში აქციების გამართვისთვის, მადლობა ერთგულ მედიას და პოლიციის რიგით თანამშრომლებსაც რომლებიც იცავდნენ უსაფრთხოებას.

ჩვენ ვებრძვით ძალადობრივ სისტემებს და არა ადამიანებს!" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42