თბილისის მერი ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის გაძლიერების თაობაზე მიმდინარე კონფერენციას დაესწრო
პოლიტიკა - 13:57, 15 May, 2018     961
თბილისის მერი კახა კალაძე კონფერენციას „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობას ამ საკითხში გაწეული დახმარებისათვის.

”როდესაც გვყავს მრავალი წარმატებული, უნარიანი ქალი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ და თუ საჭიროა, ვთხოვოთ კიდეც მათ, ჩაერთონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში შეიქმნა გენდერული თანასწორობის პლატფორმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ამ პლატფორმის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში 2016 წელს შესული შესწორებები ადგილობრივ თვითმმართველობას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვას ავალდებულებს. კონფერენციაზე გამართული მსჯელობა სწორედ ამ ახალი რეგულაციების პრაქტიკული განხორციელების გზებს, გენდერული თანასწორობის დაცვის საკითხებში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას, ერთიანი სახელმწიფო და ადგილობრივი სტრატეგიების შექმნასა და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიღწევის ინსტიტუციურ მექანიზმებს შეეხო.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება, რაც გენდერული თანასწორობის ნაწილში დედაქალაქის მერიაში უკვე გადაიდგა. მისივე თქმით, დამატებითი რეფორმები ამ მიმართულებით განსახორციელებელია, რისთვისაც დედაქალაქის მერია სრულ მზადყოფნაშია.

„შეიქმნა გენდერულ საკითხთა საკოორდინაციო ჯგუფი, სადაც ყველა რაიონული გამგეობა და საქალაქო სამსახური ჩართულია თავისი წარმომადგენლის მეშვეობით; დაინიშნა გენდერის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს თბილისის საკრებულოს გენდერულ საბჭოსთან; ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები და მონაწილეობენ ყველა თემატურ კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც იმართება ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან; მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია გენდერული საკოორდინაციო სამსახურის წევრებისათვის სპეციალური სასწავლო კურსი; სხვადასხვა ინსტიტუტთან ერთად მიმდინარეობს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა; ზოგადად, დედაქალაქის ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში იგეგმება ადამიანის პოტენციალის განვითარებაზე ზრუნვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, ყველა თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი საკრებულოების თავმჯდომარეები და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42