"ყველანი მოვეშვათ აქ მძ*ნერის ქექვას, დიდი მძ*ნერი გვადევს სისტემის სახით თავზე"- დავით სუბელიანი
სოც.მედია - 13:51, 15 May, 2018     2234
„თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დავით სუბელიანი „ფეისბუკსტატუსში“ იმ თემებზე საუბრობს, რომელიც საპროტესტო აქციებზე მოძრაობის წევრებს შორის უთანხმოებას და ასევე, მას შემდეგ მასა და ბექა წიქარიშვილს შორის არსებულ კონფლიქტს ეხება:

„იცით, არ ვარ კმაყოფილი, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ჩვენს მიერ ორგანიზებული აქციების მეორე დღეს. მე თავად მოწამლული და ცუდად მყოფი, თავიდანვე ვერ შევუერთდი ჩვენებს და ოფისიდან ვმუშაობდი. საღამოსკენ უნდა გადავსულიყავი პარლამენტთან, მაგრამ მოვლენები ისე წარიმართა, რომ ოფისს ვერ მოვწყდი, ვინაიდან ლაივ რეჟიმში მიწევდა საერთაშორისო პარტნიორების, მედიის და ა.შ. ინფორმირება. შემდეგ ვითარება გამწვავდა და დაიბლოკა მისასვლელი გზები. რაღაც მომენტში, მაინც გადავწყვიტე გასვლა, მაგრამ ოფისში შეკრებილი ხალხი გადამიდგა წინ, მეუბნებოდნენ რომ აუცილებლად გავხდებოდი ნეოფაშისტების ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დაძაბულობების ფონზე აირია აქციის გეგმა და ათობით წინასწარ შეთანხმებულ სპიკერს არ მიეცა საშუალება მიემართა ხალხისთვის, მე ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს. ეს იყო დაძაბულობა, რომელიც უამრავ რისკს შეიცავდა, მაგრამ უამრავ შესაძლებლობასაც ქმნიდა. ნამდვილად არ ჩამითვლია, რომ სისხლისღვრის საშიშროება იდგა. პოლიცია, ასე თუ ისე, ართმევდა თავს თავის მოვალეობას. დაახლოებით 1000 ადამიანი იყო შესაჩერებელი. მათი რიცხვი არ იზრდებოდა.

ჩვენი ამოცანა იყო, რომ როგორმე პოლიციას არ მოწეოდა მათი დარბევა. როდესაც წყლის ჭავლებიან ი მანქანები გამოჩნდა, ცოტა შევშინდით, მაგრამ დარბევა არ მოხდა. მახსოვს, აქტივისტების ჯგუფთან ვსაუბრობდი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა იმ შემთხვევაში თუ პოლიცია მათ დარბევას გადაწყვიტავდა.

თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი, რომელიც პარლამენტის წინ იყო შეკრებილი, სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

დაანონსდა პრემიერის და შს მინისტრის ბრიფინგები. ამან კიდე უფრო გაზარდა მოლოდინი, რომ მოვლენები საინტერესოდ შეიძლება განვითარებულიყო. გამახსენდა გასული წლის 10 ივნისიც - მაშინაც პრემიეერმა გააკეთა განცხადება.

პრემიერის განცხადება სრულ იმედგაცრუებად გვექცა - მან სადღეგრძელო დალია ფაქტიურად და არაფერი ახალი არ თქვა. უფრო სწორედ ამით თქვა ის, რომ სახელმწიფო გაჭედილი იყო, ვერ ართმევდა თავს იმ ამოცანას, თუ როგორ გადაეჭრათ კრიზისი.

ოფისშიც დუღდა სიტუაცია.

გახარია მივიდა ორგანიზატორებთან, დაიწყო შეხვედრა. ვერ ვუკავშირდებოდი ვერავის ვინც შიგნით იყო. შემდეგ შევიტყვეთ რომ ტელეფონები ჩამოართვეს შეხვედრამდე ჩვენებს.

შეხვედრის შუაწელში გამოვიდა ბექა და მიმართა ხალხს. შებრუნდა. კიდე უფრო გაიზარდა დაძაბულობა. მოლოდინი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება.

დასრულდა შეხვედრა. გამოვიდა ისევ ბექა და მიმართა ხალხს. ბექას სახე, ტანი, გამოხედვა მეუბნებოდა რომ ის ძალიან დამძიმებული იყო, ძალიან. მართლაც, ასეთი არასდროს მინახავს, რაც დავწეერე კიდეც ამ დროს გაკეთებულ პოსტში.

ის რასაც ვისმენდი არ ეტეოდა იმ აღქმაში სიტუაციის, რაც მე მქონდა ოფისიდან. ამიტომაც, ვიდრე ეგ შეხვედრა დაიწყებოდა, ჩვენებთან გავაკეთე კომუნიკაცია და ვუთხარი რომ არაფრით, არაფრით არაფერი არ დაეთმოთ. მაგრამ ეს იყო ძალიან მოკლე საუბარი, ცუდად გვესმოდა ერთმანეთის ხმაურის გამო.

შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენებს უკვე ქონდათ შინაგანი რწმენა, რომ სიტუაცია მართლაც ძალიან დაძაბული იყო და გახარიამ მათ აჰკიდა პასუხისმგებლობა მოსალოდნელ სისხლისღვრაზე. ვკიოდი, ავეჯი დავლეწე. განცდა მქონდა, რომ იქ, სწორედ იქ, სადაც ჩვენ უნდა გაგვეწყვიტა წინააღმდეგობა, სახელმწიფომ, მინისტრმა მაგრა შეგვისრულა. ბექას და ჩვენების სახეებს რომ ვუყურებდი, ნათლად ვხედავდი, რომ ისინი ძალიან დაზაფრულები იყვნენ, მართლა ახლოს ედგათ სისხლისღვრის სურათი, რომელშიც საშვილიშვილოდ უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა ყველაზე გულწრფელ, მართალ და გაბედულ თანამებრძოლებს.

ვხედავდი, თუ რა ჩათლახობა მოგვიწყო სახელმწიფომ. ვხედავდი, რომ ძალიან გაჭირდებოდა მომავალში ასეთი მუხტის აგორება. ვხედავდი, რომ ყოველ მომდევნო ადუღებაზე ზუსტად ასეთი სცენარით შეგვაჩერებდნენ.

და დავიშალეთ. არნახული მოზღვავება მქონდა ბრაზის, იმედგაცრუების, მოტყუების... მახსოვს, რომ კლავიატურას ვურტყუამდი მაგიდას და მონიტორს, სადაც ამ ყველაფერს თალს ვადევნებდი.

და დავწერე ჩემი მოკლე სტატუსი. ვბრაზდებოდი და თან ვერ ვბრაზდებოდი. მივხვდი, რომ ჯგუფს ისეთი განცდა შეუქმნეს, რომ აი სადაცააა პოლიცია დაეცემოდა და უნდა ამტყდარიყო სისხლიანი შეპირისპირება. მაგრამ ვბრაზდებოდი იმის გამო, რომ 1 საათიანი პაუზა მაინც არ აიღეს შეხვედრის შემდეგ, ვიდრე რამე გადაწყვეტილება იქნბებოდა მიღებული. ამ ერთ საათში, ობიექტურად შევაფასებდით სიტუაციას. შეიძლება დავშლილიყავით, მაგრამ გაცილებით უფრო დამარცხებული გვენახა სახელმწიფო.

ამ სტატუსს მოყვა შემდეგ ათასი ამბავი, პოსტი, ლაიქი, ბრაზიანი ლაიქი, შეარი, კითხვის ნიშანი, გინება.

ჩვენები ავტობუსებით გაიყვანეს... თითქოს ყველაფერი დასრულდა. მე მეგობრებთან ერთად ვიყავი და იქ ვარჩევდით ამბებს.

კრიზისში შესული პოლიტიკური სიტუაცია ვერ გადავზარდეთ კიდე უფრო დიდ კრიზისში, სადაც ველოდით მათ მიერ დიდ აღიარებას იმისა რომ მოძალადე, პოლიციური სახელმწიფო გვყავს და ერთადერთ გადაწყვეტილებას - რომ უკანმოუხედავად, თანმიმდევრულად დაიწყებოდა რეფორმების ახალი ტალღა, სადაც ნარკოპოლიტიკა ერთ-ერთი ამბავი იქნებოდა მხოლოდ.

დილით სახლში მივედი, შსს-ში მე წასვლას არ ვაპირებდი. უნდა დამეძინა 3 დღის უძინარს. და მაინც, წავედი მეც შსს-ში გიჟის თვალებით. იქ ვნახე ბექა. მოვეფერე, 2 სიტყვა გავცვალეთ, შევედით, გამოვედით.

მერე ვისაუბრეთ. ბექა ფიქრობს, რომ მართლაც დიდი იყო სისხლიანი ღამის რისკი. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამას არ დაუშვებდა, დაძაბულ ფონზე უფრო ომახიანად ჩავამთავრებდით ჩვენს შეკრებას, რამდენიმე მნიშვნელოვან სიტყვას ვიტყოდით, სადაც ვეცდებოდით შეგვეფასებინა ის თუ რა გააკეთა ეხლა შს მინისტრმა, ან რანაირი ბოდიში მოგვიხადა, ან რა დაპირება მოგვცა მომავალი კვირის...

ჩვენების გულწრფელობაში ერთი წამით არ შემიტანია ეჭვი. მაგრამ, ეხლა, როდესაც გაცილებით მეტი ვიცი, კიდე უფრო კარგად და ნათლად ვხედავ თუ რამდენად რთული ვითარება იყო სიტუაციის ობიექტურად და ადექვატურად შესაფასებლად. ისედაც დაზაფრულებს, მინისტრმაც ბლომად დაუმატა ეს განცდა, აჩქარებდა ჩვენებს, ვეღარ ვაკავებთ, საცაა გაწყდება ჩვენი კორდონი და არიქა ვუშველოთ სიტუაციასო.

სწორედ იმის გამო, რომ ეხლა გაცილებუთ მეტი ვიცი, კიდე უფრო მეტად ვფიქრობ, რომ სისხლისღვრა უდიდესი ალბათობით არ იქნებოდა.

გუშინ, შსს-ში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა მკითხეს უი ბექასთან შეგნიშნეთ ხელი გქონდა მოხვეულიო, არადა გუშინ დაადანაშაულეო... გამიკვირდა... რას ამბობთ მეთქი, იმ წამსაც ერთი სული მქონდა ჩავხუტებოდი მეთქი... მერე ბევრგან ვნახე კომენტარი თუ სტატუსი სადაც შეიქმნა შთაბეჭდილება რომ მე განვუდექი ხმაურს, ბექას, ასე შემდეგ...

დღეს, ძლივს რომ ძილი მოვახერხე, ვიფიქრე პატარა სტატუსი დამეწერა ამ ყველაფრის ასახსნელად, მაგრამ ძალიან დიდი გამომივიდა, იმიტომ რომ კარგად მინდოდა ამეხსნა მართლა რა ტრიალებდა ჩემ თავში; იმიტომ რომ, ძალიან მიყვარს Beqa Tsiqarishvili, რომლის გულწრფელობაში და სიმტკიცეში არასდროს შემიტანია ეჭვი და არც ველი რომ ოდესმე შევიტან; იმიტომ რომ, ძალიან მიყვარს თეთრი ხმაურის მოძრაობა რომელიც საუკეთესოა რაც დამმართნია ცხოვრებაში.

ხოდა, ამიტომ, ყველანი მოვეშვათ აქ მძღნერის ქექვას, დიდი მძღნერი გვადევს სისტემის სახით თავზე. ამ დღეებში ბევრი საქმეა, რომ ეს ზედმეტი 1 კვირა, რაც შსს-მ ჩაგვიდო პროტესტში, ჩვენთვისვე აღმოჩნდეს მომგებიანი.

დღეს ხმაურიდან ბევრი კომუნიკაცია იქნება და გუშინდელ ვაკუუმს სამმაგად ამოვავსებთ“- წერს დავით სუბელიანი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42