ქვეყანაში მოსახლეობის რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების შეჩერების ხელშეწყობისა და საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის რაციონალიზაციით ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის სტაბილიზაციის მიზნით, მოსახლეობის განვითარების ეროვნული საბჭო შეიქმნა, მთავრობის შესაბამისი დადგენილება 11 მაისს გამოქვეყნდა.
საბჭოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს, მოადგილეები კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნებიან. მათ გარდა საბჭოში შედიან:
მიხეილ ჯანელიძე − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი;
მამუკა ბახტაძე − საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
დავით სერგეენკო − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
მიხეილ ჩხენკელი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
ლევან დავითაშვილი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
მაია ცქიტიშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;
მიხეილ გიორგაძე − საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი;
თეა წულუკიანი − საქართველოს იუსტიციის მინისტრი;
სოზარ სუბარი − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი;
ზაზა გაბუნია − საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე;
ზვიად კვაჭანტირაძე − საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
მარიამ ჯაში − საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
სოფიო კილაძე − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
გედევან ფოფხაძე − საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე;
ზურაბ პატარაძე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
ირაკლი ქადაგიშვილი − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
გრიგოლ ნემსაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
მერაბ ჭანუყვაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
ლევან შონია − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
არჩილ ჯაფარიძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
კახა სამხარაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
ლევან ზაუტაშვილი − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
აკაკი მაჭუტაძე − სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი;
ვაჟა ლორთქიფანიძე − შესაბამისი სფეროს ექსპერტი;
თამარ ჩიბურდანიძე − ლომთაძე − შესაბამისი სფეროს ექსპერტი.

მასალის გამოყენების პირობები






