„ივანიშვილის თვალში, ბახტაძესთან ბრძოლაში გახარიამ გაიმარჯვა და პრემიერად მოგვევლინება“ - რომან გოცირიძე ნარკოსკანდალსა და ორდღიან აქციებზე
პოლიტიკა - 12:14, 15 May, 2018     1461

ბოლო დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია ქვეყანას პრემიერ-მინისტრად მოევლინება.

აღნიშნულის შესახებ გოცირიძე „ნიუპოსტთან“ საუბრობს:

„გახარია იყო დამნაშავე იმაში, რაც მოხდა, ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ძალის გადამეტებას, თუ ვიღაც რამედენიმე რეალიზატორი ტელევიზიით საჩვენებლად გამოიყვანეს, ფაქტორბივად, ეს ვერ ცვლის ნარკოტიკების რეალიზატორების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას. მეორე ის, რომ ფაქტობრივად, მან ხელი არ შეუშალა ნეოფაშისტების, აგრესიული, მოძალადე ადამიანების თარეშის აღკვეთას ქალაქში. პირდაპირ არღვევდნენ კანონს, იყენებდნენ ფაშისტურ მოწოდებებსა და სიმბოლიკებს, როცა ყველანაირი ფაშისტური და საბჭოთა სიმბოლიკა კანონით არის აკრძალული, ისინი ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და მათი მთავარი მიზანი იყო მშვიდობიანი აქციის დარღვევა. ნურავის ეგონება, რომ იქ მდგარი ბიჭები ამ ნეოფაშისტებზე ნაკლებად ჯანიანები არიან, ვერაფერს უზამდნენ და იქით დაამტვრევდნენ თავპირს, ერთადერთი რისკი რომ არ ყოფილიყო - იქ იყვნენ ქალბატონებიც და ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი გენდერული ბალანსიც არის ამ აქციებს შორის. ნეოფაშისტებში 100%-ით გაველურებული, შავებში ჩაცმული მამაკაცები იყვნენ, მშვიდობიან აქციაზე კი ახალგაზრდა, ლამაზი, ფერად სამოსში ჩაცმული გოგო-ბიჭები. ბუნებრივია, რომ მათი ათსაათიანი ალყა იყო დასასჯელი ქმედება კანონით, რომელიც არ ჩაიდინა გახარიამ.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, რა თქმა უნდა, კვირიკაშვილს, როდესაც მისი ორი შემცვლელი დაუნიშნეს მინისტრად - ბახტაძე და გახარია, ნათელი იყო, რომ უფრო მეტად გამოიჩენდა თავს გახარია და მას დასვამდნენ პრემიერის პოსტზე, ფინანსთა მინისტრს ძალიან ნაკლები შანსი აქვს, პირველ რიგში, მის ხელში განადგურდა რკინიგზა და მეორე, ძალიან უაზრო და პოპულისტურ ეკონომიკურ ნაბიჯებს დგამს. ეს არის პოლიტიკის პარადოქსები, ხდება ხოლმე პოლიტიკაში ასეთი რამ. ისტორიას უფრო დიდი პარადოქსები ახსოვს, რაც მოხდა ივანიშვილის თვალში, დღეს ხომ ერთადერთი შემფასებელი ივანიშვილია, მის თვალში ბახტაძესთან ბრძოლაში გახარიამ გაიმარჯვა, მაგრამ გაიმარჯვა ისე, რომ ფაქტობრივად ხელისუფლების მართული, მათ მიერ დაფინასნებული, რუსეთის პირდაპირი აგენტურაა გაერთიანებული ამ ნეოფაშისტურ ჯგუფებში, გამოიყენა სწორედ ამ პროცესების დასაწყებად. ან საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეცვლიან პრემიერს, ან შემდგომი არჩევნებსითვის, ეს არის ნახევარი წლის ამბავი“, - აცხადებს რომან გოცირიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42