"მე მახსოვს, როგორ გძულდათ ეს ქვეყანა... მე არ მძულხართ თქვენ, არც თქვენ სიკვდილს ვნატრობ. უბრალოდ, მინდა გადარჩეთ“
სოც.მედია - 11:43, 15 May, 2018     1454
ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, ფეისბუკზე მრავალი გამოხმაურება მოჰყვა. მნიშვნელოვან თემას ეხება ფეისბუკ მომხმარებლის „კეთილი ჯადოქრის“ სტატუსიც, რომელიც იმ პირებს მიმართავს, რომლებიც ახლა „ქართული მარშის“ რიგებში არიან და წარსულ ცხოვრებას ახსენებს:

„მე მახსოვს თქვენი ,,კასტეტებით“ სიარული, ჯინსის უკანა ჯიბეში მოთავსებული დანა, სახელოში შემალული ,,სპიცი“. მახსოვს სადარბაზოში დამალული ,,აბრეზი“, მახსოვს თქვენი ,,შეკეთებული “ სიგარეტი და „კრუგში“ მოწეული პლანი. მე მახსოვს, თქვენი ავტორიტეტი ,,კულინარიელები“ , ,,ვეძისელების“ გაზრდილები რომ ხართ, მახსოვს.

მე მახსოვს ,,პერედოზით“ მკვდარი თქვენი მეგობრები, მახსოვს ,,ჩადების“ მსხვერპლი თქვენი მეგობრები, მახსოვს თქვენი ,,ტრუსიკის ძმაკაცები“, ,,მომავლები“ რომ იყვნენ და დღეს არღარ არიან ცოცხლები. მე მახსოვს მინდორში მოკრეფილი „ტრუხა“, მახსოვს ჩემი მაცივრიდან გამქრალი ,,სგუშონი“ და სარდაფში მოხარშული ,,მანაგუა“, მე მახსოვს როგორ იშორებდით სხეულიდან არარსებულ მატლებს, მე მახსოვს როგორ ტიროდით, რადგან ნიანგი ფეხებს გირღრნიდათ, მე მახსოვს სუფრის კოვზში მოხარშული წამალი, მე მახსოვს ბავშვის(!!!) ტანსაცმელში, (რომელიც მას ეცვა) დამალული შპრიცი. მე მახსოვს რაღაც თეთრი წამლის ზოლები, რომელსაც დახვეული ქაღალდით სუნთქავდით. მე მახსოვს, რომ ერთმანეთი დაჭერით და გაიმეტეთ.

მე მახსოვს, როგორ გძულდათ ეს ქვეყანა, როგორ გარბოდით და გადეპორტებდნენ. მე მახსოვს, თქვენი ღმერთი, ,,ქურდებს“ წყალობდა.

ძალიან არ აატყლაშუნოთ ფრთები, ეგ თქვენი წარსულია, ჩემი არა. მე მთელი ცხოვრება სათვალიანი წიგნის ჭია ვიყავი და ისეთი ,,ჩმორი“, ზუსტად იცოდით, მაშინ ამაზე ხმასაც ვერ ამოვიღებდი.

,,ქართული მარშის“ გვერდით გხედავთ ეხლა და გიცნობთ და მახსოვხართ. სხვებსაც ახსოვხართ.

მე არ მძულხართ თქვენ, არც თქვენ სიკვდილს ვნატრობ. უბრალოდ მინდა გადარჩეთ.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42