„სერგი გვარჯალაძის ხელფასი 4 ათას ლარზე მეტია“ - ოპოზიციის თქმით, თბილისელების თანხები გამოგონილ სამსახურებზე იფლანგება
პოლიტიკა - 11:14, 15 May, 2018     1482

თბილისის ღამის ეკონომიკა - ახალი სამსახური თბილისის მერიაში და გაბერილი ბიუროკრატია, აღნიშნულ საკითხზე კომენტარს „ნიუპოსტთან“ საუბრისას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე აკეთებს.

მისი თქმით, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აუცილებლად დააყენებს ოპოზიცია საკითხს, გაუქმდეს აღნიშნული სამსახური და გაბერილი ბიუროკრატიისთვის გამოყოფილი თანხები თბილისის მოსახლეობის სხვა ინტერესებს მოხმარდეს:.

„თავიდანვე, როდესაც კახი კალაძე ქმნიდა თბილისის მერიაში ღამის ეკონომიკის მიმართულებას, ნიჰილისტურად ვიყავით განწყობილნი ისევე, როგორც საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად აჩვენა, რომ ეს იყო პიარისთვის შექმნილი აბსოლუტურად უმოქმედო სამსახური, მერიის დამატებითი ბიუროკრატიული ნაწილი და მერიაში ბიუროკრატია ისედაც გაბერილია და ჩვენი აზრით, ადამიანს, რომელსაც საკუთარი ტელეფონის ნომერიც კი არ ანდო კახი კალაძემ, ჩააბარო ღამის ეკონომიკა, აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი მიმართულება, რაც არის თანხების ფლანგვა, მაშინ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ამ მიმართულებაზე თანხები არ დაიხარჯებოდა, ჩვენ ვნახეთ, რომ 4 ათას ლარზე მეტი დაუნიშნეს სერგი გვარჯალაძეს და დამატებით აპირებენ ისინი ამ გაბერილ ბიუროკრატიაზე თანხების ფლანგვას. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ის დამატებითი ორგანო მერიაში, რომელიც უმოქმედო და უფუნქციოა, არ უნდა არსებობდეს და თბილისელების თანხები ამ გამოგონილ სამსახურებზე არ უნდა იფლანგებოდეს. ამიტომ, ჩვენ საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აუცილებლად დავაყენებთ საკითხს, რომ ეს მიმართულება თბილისის მერიაში გაუქმდეს და ეს თანხები დაიხარჯოს თბილისელების სხვა ინტერესების გათვალისწინებით და შესაბამისად“, - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42