არ არის გამორიცხული ორი კანონპროექტი მომზადდეს რადგან მმართველ გუნდში აზრი ორად არის გაყოფილი. ნაწილი ლიბერალიზაციის მომხრეა, ნაწილი კი არა.
„მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა არის თუ სად გადის ზღვარი მოხმარებასა და გასაღებას შორის. ოდენობები პირადი მოხმარების სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების მიხედვით რამდენი უნდა იყოს -აქ არის პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა. იმედი მაქვს შევჯერდებით. თუ არა და მაშინ ორი ალტერნატიული ვარიანტი გამოვა. სარეიტინგო კენჭისყრა გვექნება შიგნით უმრავლესობაში და მერე საბოლოოდ გამოვიტანთ იმ ვარიანტს, რომელსაც უმრავლესობის უმრავლესობა დაუჭერს მხარს,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით კი „ვერც ლეგალიზაცია და ვერც დეკრიმინალიზაცია ვერ შეამცირებს რისკებ".
"ზოგადად ნარკოპოლიტიკა ეს არის სისტემურად განსახილველი. აქ არ შეიძლება იმ პრიმიტივამდე დავიდეთ, რომ თითქოს ნარკოპოლიტიკა არის დავიჭიროთ - არ დავიჭიროთ. ეს ასე ნამდვილად არ არის. უნდა იქნას სისტემურად განხილული და მიზანი უნდა იყოს დასახული სწორად,“- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
მასალის გამოყენების პირობები






