"საქართველოში ნარკოტიკების შემოსვლას მფარველობს უმაღლესი სამთავრობო დონე და ივანიშვილი"- სააკაშვილი
პოლიტიკა - 21:24, 14 May, 2018     2489

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ნარკორეალიზატორებს საქართველო მფარველობს უმაღლესი სამთავრობო ეშელონებიდან.

„საქართველოში მასობრივად შემოდის ნარკოტიკები და საქართველოში ამას ყველაფერს მფარველობს უმაღლესი სამთავრობო დონე და ამასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ივანიშვილი და მასთან დაახლოებული პირები. ამაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება. შეუძლებელია თუ ამას არ მფარველობენ ასეთი მასშტაბის გავრცელება მოიპოვოს ნარკოტიკმა. ამის ჩაკეტვა შეიძლება ორ წუთში. ნარკოტიკებთან ბრძოლას არაფერი აქვს საერთო გასართობად წასული ახალგაზრდების დარბევასთან. ნარკოტიკებთან ბრძოლა ძალიან ადვილია. ყველამ იცის ყველა სახელი და გვარი. ერთ წუთში გადაკეტავენ საზღვრის არხებს. მე მაქვს ამის დიდი გამოცდილება როგორ არ უნდა შემოუშვა ნარკოტიკები ქვეყანაში. ეს არის ადვილი გასაკეთებელი. ისინი არამარტო ამას არ აკეთებენ, ისინი ხელს უწყობენ რომ ნარკოტიკები შემოვიდეს ქვეყანაში. ის რაც გააკეთეს იყო დემონსტრაცია იმისი, რომ თუ ვინმე ხმას ამოიღებს ძალმომრეობის წინააღმდეგ, ჩვენ გვაქვს მეთოდები როგორ დაგარბიოთ მათშორის ჯიბის ფაშისტების მეშვეობით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის მმართველობის დასრულების წელია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.

„ივანიშვილი ცდილობს საქართველო გადააგვაროს. ჩვენ ამას უნდა დავისვათ წერტილი და საქართველო გადავარჩინოთ. ის რომ ივანიშვილი არის დღეს ხელისუფლებაში ეს არის მათშორის ჩემს მიერ დაშვებული პირადი შეცდომების შედეგი და მე დავბრუნდები იმისთვის, რომ გამოვასწორო ჩემს მიერ დაშვებული შეცდომები. მე არ მივცემ საშუალებას ბიძინა ივანიშვილს გაანადგუროს ქართველი ხალხი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42