საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ ასახვას მოითხოვს
პოლიტიკა - 21:17, 14 May, 2018     1020
საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ დაფიქსირებას ითხოვს და აცხადებს, რომ პროგრესი ერთმნიშვნელოვანად არსებობს და ამას ნატოს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს.


"ვისაუბრეთ სწორედ ბრიუსელის სამიტის ერთიან პოზიციაზე იმიტომ, რომ აუცილებელია, ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩამოვყალიბდით:- როგორ უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და როგორ უნდა გადავდგათ წინ ნაბიჯი ამ სამიტზე.

ნატო-ს სამიტამდე, 26 მაისი გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია ერთობლივად დავაფიქსიროთ - საქართველოში იქნებიან მაღალი დონის დელეგაციები და ეს, ამ მიმართულებით საინტერესო სამუშაო პლატფორმას გვაძლევს.

ფაქტი არის ის, რომ საქართველო ნატო-სთან მიმართებაში რეალურად მოწინავე ქვეყანაა და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესი უნდა გამოიხატოს შესაბამის ნაბიჯებში, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს წევრობამდე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს: - მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წ. სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სხდომაზე განიხილებოდა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები და თავდაცვის სისტემაში რეფორმის მიმართულებით არსებული პროგრესი.

"განვიხილეთ ის რეფორმები, რომელსაც მე ჩემს საპარლამენტო გამოსვლაშიც და არაერთხელ დავუჭირე მხარი. თავდაცვის მინისტრმა გაგვიზიარა ინფორმაცია რეფორმებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. შესაძლოა, ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ, როდესაც საუბარია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, როდესაც საუბარია რუსეთის საფრთხის ნეიტრალიზაციაზე, როდესაც საუბარი არის ნატო-ში ინტეგრაციაზე, ამაზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც კონსტრუქციულები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო შეცვლილია. ამ ვითარებაში, საქართველოს ესაჭიროება უფრო მეტი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან, იმის მიუხედავად, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს დღეს ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

"ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაზრდა. ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტის ინიციატივაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის აშშ-ს სენატსა და კონგრესში მიღებასთან დაკავშირებით. კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში სრული ერთსულოვნებაა, როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

პრეზიდენტმა მოისმინა საკმაოდ დეტალური ინფორმაცია და სიტუაციის შეფასებები დაზვერვის უფროსისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან და თავდაცვის მინისტრისგან", - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42