"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე გუშინ აქციის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. უფლებადამცველის თქმით, ის რომ აქტივისტი აქციიდან „ყვითელი ავტობუსით“ გაყვანას თანხმდება, უკვე მის დამარცხებას ნიშნავს:
„არასოდეს ავსულვარ და არც მომავალში ჩავჯდები პოლიციის მიერ მოყვანილ ყვითელ ავტობუსში, რადგან მიმაჩნია, რომ სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც "ყვითელი ავტობუსით უსაფრთხოდ წაყვანას" თანხმდება უკვე დამარცხებულია.
არგუმენტი, რომ "ეს თქვენი უსაფრთხოებისთვის კეთდება" არის სამარცხვინო. ჩვენ მშვიდობიანი ადამიანები ვართ და არაძალადობრივად ვიბრძვით საკუთარი უფლებებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩვენ ფიზიკურად არავის ვერჩით და არავისზე ვძალადობთ. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი თითოეული მშვიდობიანი მოქალაქე და ყვითელი ავტობუსებით პოლიციამ ატაროს დაკავებული მოძალადეები.“- წერს მშვენიერაძე ფეისბუკზე.
მასალის გამოყენების პირობები






