პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკის ჯგუფთან მსოფლიო ბანკის მიერ რეფორმების მხარდაჭერის საკითხები განიხილა
პოლიტიკა - 17:34, 14 May, 2018     934
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ფრანკ ჰემსკერკთან შეხვედრისას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში მსოფლიო ბანკის წვლილი განიხილა, რომელიც საქართველოს ერთ -ერთი მთავარი პარტნიორია და ხელს უწყობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას და რეფორმის განხორციელებას თითქმის ყველა სექტორში.

მსოფლიო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ძირითად რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსურ სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობას, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გაუმჯობესებას და ღრმა და ყოვლისმომცველი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას.

შეხვედრისას საუბარი შეეხო "ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგიის" (2014-2017) სამოქმედო გეგმას, რომლის მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს სწრაფ, ყოვლისმომცველ და მდგრად განვითარებაში და მეტი ყურადღება მიექცეს სოციალურ პრობლემებსა და სიღარიბის დაძლევის მეთოდებს. ამ მიზნის მისაღწევად, მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ორი სტრატეგიულ მიმართულებაზე: საჯარო სამსახურის გაძლიერებაზე და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებით კერძო სექტორის მიერ სამუშაო ადგილების შექმნაზე.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში "კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ოპერაციის" პროექტის განხორციელებით, რომელიც მხარს უჭერდა კერძო და საფინანსო სექტორის რეფორმებს: დეპოზიტის დაზღვევის სისტემის რესტრუქტურიზაციას, სადაზღვევო ბაზრის სიჯანსაღისა და გადახდისუნარიანობის გაზრდას,საპენსიო სისტემის რეფორმირების მიმართულებით გრძელვადიანი დანაზოგების წახალისებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42