„წიქარიშვილს გახარიასთან შეხვედრაზე მიუყვანეს პატრონი, რომელიც ამ აქციების უკან იდგა" - აქცია, როგორც ხელისუფლების შიგნით დაპირისპირების იარაღი
პოლიტიკა - 18:08, 14 May, 2018     17642
„ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე, რუსთაველის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების გამოვლინებად აფასებს და აცხადებს, რომ საბოლოოს აქცია სუს-ის მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ანგარიშსწორების იარაღად იქცა.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" უკან ყოველთვის იდგა კახი კალაძე. მეორეს მხრივ ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც ძალიან ახლო მეგობრობა აკავშირებს „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მამასთან. რაც შეეხება სუსს, სუსი იყო ინიციატორი სიტუაციის ესკალირების.


როდესაც პირველი დღე დასრულდა, პროცესებმა მიიღო სრულიად გაურკვეველი მიმართულება და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ანგარიშსწორების იარაღად იქცა. ნიშანდობლივი იყო ის რომ კახი კალაძე მთელი დღე არ ჩანდა და საღამოს „პიჟამოებით“ გამოვიდა და დაადასტურა ის, რასაც ვამბობ რომ „თეთრ ხმაურთან’ მას აქვს პირდაპირი კონტაქტები და ურთიერთობა, ამის შემდეგ ყველა რესურსი იქნა გამოყენებული და წიქარიშვილმა გამოაცხადა რომ აქცია დასრულებულია და პოლიციამ კარვები აიღო პარლამენტის წინ. მეორე დღეს მოულოდნელი რამ მოხდა, დასრულებული აქციის შემდეგ გაისმა მოწოდება ხელახალ აქციაზე ორგანიზატორების მხრიდან და აქ ვხედავ მე სწორედ პოლიტიკური ჯგუფებისა და სუსის ხელს. ბექა წიქარიშვილმა განაცხადა რომ სახელმწიფომ გამოგვიცხადა ომი და შეკრიბა ახალგაზრდების ჯგუფი. როგორც გაირკვა აქ იყო ჩანაფიქრი, რომ კონტრაქციის მონაწილეები უკვე იკრიბებოდნენ , სრულიად მოულოდნელად გაჩნდა დიდი ჯგუფი, როგორც ბათუმის მოვლენების დროს. პოლიციამ მოახერხა ამ სიტუაციის განმუხტვა და მონაწილეები ლონდონის ბაღში გაიყვანეს, ასევე სრულიად მოულოდნელად ქართული მარშის ნარჩენები გამოჩნდნენ და შეიკრიბა ადამიანების დიდი მასა აქციაზე. მინდა ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა აბსოლუტურად ვირტუოზული თვისებები გამოავლინა კრიზისული სიტუაციების მართვაში, რომ არა ეს შეიძლება უმართავი სიტუაციები წასულიყო . როგორც ჩანს სუსის და გარკვეული პოლიტიკოსების გეგმაში შედიოდა სწორედ ის, რომ თბილისში გამეორებულიყო ბათუმის 12 მარტის მოვლენები. ძალიან მძიმე სიტუაციაა ხელისუფლების შიგნით, არის დაპირისპირებული ჯგუფები და არის რეალურად პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ერთ ხელისუფლებაში სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს უწყობენ მსგავსი დიდი მასშტაბის პროვოკაციებს .“- განაცხადა ელისო კილაძემ.

კილაძის თქმით, კალაძესა და თეთრი ხმაურის მოძრაობას შორის კავშირს ადასტურებს ისიც, რომ შს მინისტრის და ბექა წიქარიშვილის მოლაპარაკებას ესწრებოდა ქალაქ თბილისის მერი კახი კალაძე, რომელსაც თანამდებობრივად და ფუნქციურად ამ შეხვედრებზე არაფერი ესაქმება.“ უბრალოდ ბექა წიქარიშვილს იქ მიუყვანეს პატრონი, რომელიც იდგა ამ აქციების უკან, ამიტომ იქ ძალიან მარტივად მოგვარდა ყველაფერი.“- განაცხადა კილაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42