რეპი, პლანი, აქცია და სახელმწიფო
პოლიტიკა - 15:30, 14 May, 2018     1384
ჩემი აზრით ის რაც ამ დღეებში ხდებოდა არის კონტრ-კულტურული რევოლუციის მცდელობა სუბკულტურათა გაერთიანების გზით. ეს ის სუბკულტურებია (ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბებული 50-იან-80-იან წლებში), რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგებიან ჩამოყალიბებულ, ტრადიციულ ეროვნულ და საზოგადოებრივ ნორმებსა და სოციალურ წესებს, ზუსტად ისევე ვერ იტანენ მას, როგორც გაბატონებული კულტურის მატარებელი საზოგადოებისთვის მიუღებელია ეს სუბკულტურები.

სიტყვა თავისუფლებისთვის ბრძოლა აქ მხოლოდ ამ სუბკულტურათა აღიარებისთვის ბრძოლაა და რეალურ თავისუფლებასთან საერთო არაფერია აქვს, ამიტომაც მისი ბევრი მიმდევარი ხმამაღლა აცხადებს კანონისადმი იდეურ დაუმორჩილებლობას. ასეთი აღიარება კი (მათ შორის ამიტომაც) საბოლოოდ მხოლოდ დომინაციამდე მიდის. ისეთივე დომინაციამდე, როგორიც ახლა ჩვენ გვაქვს და რომელიც გენეტიკურად არის შერწყმული ჩვენს იდენტობასთან, რასაც ქართველობას ვეძახით. სუბკულტურის ნაკლი ყველა საზოგადოებაში ყოველთვის იყო მისი უმცირესობა, მასობრივად ვერ ქცევის ნაკლი, რის გამოც ის ვერ განვითარდა და ვერ გადაიზარდა საზოგადოებრივ, დომინანტურ კულტურად და დარჩა სუბკულტურად. ამიტომაც, ასეთი მოძრაობები ყველგან დამარცხდა და დამარცხდება აქაც, რადგან ის მთავარს ეწინააღმდეგება - ადამიანთა უმრავლესობის გემოვნებაში არ ჯდება.

ეს ყოველივე კარგად უწყის ხელისუფალმა და გაითამაშა მისთვის წაუგებელი სცენარი. კლუბებში მოწყობილი ხმაურიანი რეიდებით მოახდინა ამ სუბკულტურის წევრთა პროტესტის პროვოცირება, თან ეს ქრონომეტრაჟში ზუსტად დაამთხვია „ქართული ოცნების“ ყრილობას და ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავჯდომარედ არჩევას. შემდეგ მისცა მათ კარტ-ბლანში მოეხდინათ პარლამენტის წინ ტერიტორიის დაკავება და ამ ადგილის დროებით კლუბურ სივრცედ გადაქცევა, აქედან გამომდინარე ყველა შედეგის გათვალისწინებით.

მედიამ მაქსიმალურად წარმოაჩინა აქციის მონაწილეთა ე.წ. უარყოფითი ქმედებები და ამით მოახდინეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იქ მყოფი ადამიანების წინააღმდეგ.

ამას დაემატა ხელისუფლების მიერ მართვადი „პატრიოტული“ ჯგუფების მობილიზება პარლამენტთან და მათი ნებადართული აგრესიული აქტიურობა. ამ ფონზე გამოჩნდა შსს მინისტრი, რომელმაც გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო აქციის ორგანიზატორები - ან აქციის შეწყვეტა ან ის ვეღარ აკავებს ე.წ. „პატრიოტებს“ და შემდეგ უკვე შედეგებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. ამ ყოველივეს კი წინ უძღოდა ერთი ცნობილი რეპერის მოწოდება მარიხუანის ლეგალიზებისაკენ (და არა დეკრიმინალიზაცია), რაზეც აქციის წევრები ვერც კი იოცნებობდნე და წრე შეიკრა.

საფინალო სცენაში შსს-ს მინისტრმა კი თქვა ის რასაც მისგან ნაწილობრივ ელოდა აქციის წევრები, უცხოელი დამკვირვებლები და რასაც არ ელოდნენ მისივე პარტიის მხარადმჭერები(თუმცა ამ უკანასკნელთა აზრი არც არავის აინტერესებს).

სპექტაკლი დამთავრდა და ყველა დარჩა კმაყოფილი. მაყურებელმა მიიღო სანახაობა და „ექშენი“, ცოტა ინერვიულა და ბოლოს შვებით ამოისუნთქა: - ქვეყანა (ამჯერზეც) გადარჩა.

სცენის მიღმა ყველა კმაყოფილია-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ პარტიის ახალი თავკდომარე აშკარად კმაყოფილი უნდა იყოს. მან წითელი ბარათი ამოუღო იმათ, ვინც რეალურად იდგა ბარიკადების მეორე მხარეს და ამით გამოცხადბულ საბანკო (დიახ საბანკო და არა სხვა) ომში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

იაფფასიანი სპექტაკლი იაფფასიანი მსახიობებით დამთავრდა და როგორც ყოველთვის ამ 30 წლის მანძილზე, ისევ მაყურებელი დარჩა გაბითურებული.

ამიტომ ვისაც მართლა მოგბეზრდათ ეს მასხარაობა, ხვალ როცა ეს ყველაფერი ჩამთავრდება, დავჯდეთ და დავფიქრდეთ როგორ მოვახერხოთ ამ დაუსრულებელი „მავნე სერიალის“ დასრულება. დავიწყოთ სერიოზული მოძრაობა იმ ცვლილებებისთვის, ძირეულად რომ შეცვლის ყველაფერს.

უპირველესი პრობლემა არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც საბჭოეთიდან გადმოგვყვა და რომელიც დამოუკიდებლობიდან მორგებული აქვს ერთ ძალას. ის როგორც კი გრძნობს საშიშროებას, სხვამ რომ არ ჩაანაცვლოს, იყოფა ,,კარგად" და ,,ცუდად" და ,,კარგის" ,,ცუდზე" გამარჯვებით, ინარჩუნებს ხელისუფლებას. ახლა შუაც გაკრიფა და ფაქტიურად ფორმალური მრავალპარტიულობაც დაასამარა.

ხსნა თანაბარპირობებიან, კონკურეტულ გარემოში - მრავალპარტიულობაშია.

ხსნა სახელმწიფო ინსტიტუტების რეალურ მშენებლობაში და ხელისუფლების განაწილების კლასიკური პრინციპის ცხოვრებაში გატარებაში. ამისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი პარტნიორებიც -

აშშ და დასავლეთის სხვა ქვეყნები.

ქვეყნის განვითარების გასაღები კარდინალურ ცვლილებებშია: პარტიებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში და კონსტიტუციაში.

მხოლოდ თავისუფალ კონკურეციაშია შესაძლებელი პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღება.

ეს კი თავის მხრივ მონოპოლიზირებულ ეკონომიკურ გარემოსაც დაანგრევს.

დეტალებზე აქ ვერ შევჩერდები, ერთად ვიმსჯელოთ. მთავარია პრინციპებზე შეთანხმება.

ან შევთანხმდებით, ან იგივე ჭაობში მოგვიწევს ჯდომა და იქიდან კლავიატურის რაკუნი.

მესმის რომ ეს ძალიან ძნელი პროცესია და ამაზე ქუჩაში გამოსვლა და მოთხოვნის წამოყენება არაა ემოციური მუხტის მიმნიჭებელი მაყურებლისათვის და ამ საკითხზე დაფიქრებაც კი ძნელია, ათასი პრობლემით დატვირთული ქართველი ამომრჩევლისთვის, მაგრამ მხოლოდ ამ რუტინულ და პრინციპულ პროცესშია ჩვენი შანსი შევქნათ სახელმწიფო.

ამ პროცესში არც რეპის მოყვარულების დახმარებაზე იტყოდა კაცი უარს, მარიხუანის ლეგალიზება იქეთ იყოს და თუ არ გვექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ავტონომიური სახელმწიფო ინსტიტუტები, ვერც ვერავის ექნება გარანტირებული, საკუთარი ხვალინდელი კეთილდღეობა.

გოგი ლორთქიფანიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42