"ნარკოპოლიტიკასთან და 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ორი ჯგუფი იმუშავებს" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 15:42, 14 May, 2018     862
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

გახარიას თქმით, გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით ნარკოპოლიტიკასთან და 12 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით ორი ჯგუფი იმუშავებს.

„შეიქმნება ორი ჯგუფი. ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს რამდენიმე სერიოზული ფორმატი აქვს ჩამოყალიბებული ნარკოპოლიტიკის განვითარებასთან მიმართებაში და ეს იქნება, ასე ვთქვათ, ხიდი, სადაც ჩვენ მოვისმენთ კოლეგების აზრს და შევძლებთ, უფრო სწრაფად დავხუროთ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობს. მეორე ჯგუფი იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება უფრო დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში, იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმართვები უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე არც ომბუდსმენის ოფისში, არც გენერალურ ინსპექციაში და არც პროკურატურაში არ არსებობს.

ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ძალზე მარტივი პასუხი. პირველი – შინაგან საქმეთა სამინისტროს კლუბში შესული ყველა თანამშრომელი აღჭურვილი იყო სამხრე კამერით და უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ არსებობს, განსაკუთრებით, კლუბის შიგნით. ამაში ჩვენ კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ, ძირითადად, შეკითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა კლუბის გარეთ, ქუჩაში. შესაბამისად, ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, თითოეულს, მათი რაოდენობა, დაახლოებით, იყო 70, ვინც ამ დროს კლუბში იმყოფებოდა და იქ არ დასტურდება, მე ვსაუბრობ ერთ კლუბზე, ასეთი ფაქტები" - განაცხადა გახარიამ შემთხვევის შემდეგ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42