"ჩვენ გვჭირდება ლეგიტიმაცია ჩვენივე თანამებრძოლებისგან" - "ბასიანის" მფლობელი
პოლიტიკა - 15:27, 14 May, 2018     1306
კლუბ „ბასიანის“ მფლობელის, ტატო გეთია თქმით, შსს-ს წარმომადგენლებთამ მომავალ შეხევდრაზე უფრო კონკრეტულად ისაუბრებენ სპეცოპერაციის შესახებ, მისი თქმით მათ თანამოაზრეებთან მოლაპარაკება სჭრიდებათ, იმისთვის, რომ მათ საზოგადოებისგა ქონდეთ ლეგიტიმაცია. გეთია პარასკევ ღამით მომხდარ ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ „არასწორი და მიუღებელი“ ფაქტი იყო სპეცრაზმის შესვლა „ბასიანზე“.

„ჩვენ დღეს თავი შევიკავეთ კონკრეტიკისგან და დეტალებში შესვლისგან, იმისთვის რომ ხვალ უფრო გაცნობიერებულად და გაწონასწორებულად ეს ყველაფერი გავიაროთ, ამიტომ ახალს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ეს იყო არასწორი და მიუღებელი ფაქტი. ჩვენ ყველაფერი მოვიტოვეთ ხვალისთვის , ვინაიდან ეს არ არის ერთი-ორი და სამი კაცის აქცია და ერთი-ორი კლუბის აქცია, ეს არის ზოგადად ხალხის ხმა, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება ლეგიტიმაცია ჩვენივე თანამებრძოლებისგან“- განაცხადა გეთიამ.

შეგახსენებთ, 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის მოტივით სპეცრაზმი შევიდა. რასაც კლუბებიდან ხალხის ძალით გამოყვანა და დაკავება მოჰყვა. შსს-ს ქმედებებმა თბილისის ცენტრში მრავალრიცხოვანი პროტესტი გამოიწვია.მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული ქმედებით პოლიცია ბრძოლას უცხადებდა საკლუბო ინდუსტრიას და ცდილობდა პოლიციული რეჟიმის დამყარებას. ომბუდსმენის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ დაკავებულ ნარკორეალიზატორთა უმრავლესობა, კლუბის გარეთ რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და გაურკვევეული იყო კლუბში სპეცრაზმის შესვლის რეალური მოტივი. აქცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს აქციაზე შს მინისტრის მისვლით დასრულდა, გიორგი გახარიამ შეკრებილ საზოგადოებას თავისი და პოლიციის სახელით ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმის დასადგენად, რამდენად მართლზომიერი იყო 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42