დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია 800 დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს
პოლიტიკა - 15:17, 14 May, 2018     674

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია სამეგრელოს რეგიონში „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით, 800 დევნილი ოჯახის განაცხადს განიხილავს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი კომისიის მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

„800 დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვა მიმდინარეობს ამ ეტაპზე და დაახლოებით 350-მდე დადებითი გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული. სახლების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს მიწის ნაკვეთი და დევნილები არა მხოლოდ მესაკუთრეები ხდებიან, არამედ უჩნდებათ შემოსავლის წყაროც. მთლიანობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 2000 დევნილ ოჯახს შევუსყიდეთ სოფლად სახლი და მათი დიდი ნაწილი დაახლოებით 900 სახლი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და კომისია ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს განიხილავს, რომლებსაც მინიმუმ 3,5 ქულა მიენიჭათ. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის.

იმ დევნილი ოჯახებისთვის კი, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, USAID-თან ერთად, ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად, 10 000 ლარის ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ. შერჩევის პირველი ეტაპი უკვე გაიარა 22-მა დევნილმა ოჯახმა, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. დაფინანსებისას პრიორიტეტი ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ დევნილებს მიენიჭებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42