„დღეის მდგომარეობით, შსს-ს აქვს 20 გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის. შსს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ შსს იძულებული იყო, განეხორციელებინა ეს ნაბიჯები.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის მოტივით სპეცრაზმი შევიდა. რასაც კლუბებიდან ხალხის ძალით გამოყვანა და დაკავება მოჰყვა. შსს-ს ქმედებებმა თბილისის ცენტრში მრავალრიცხოვანი პროტესტი გამოიწვია.მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული ქმედებით პოლიცია ბრძოლას უცხადებდა საკლუბო ინდუსტრიას და ცდილობდა პოლიციული რეჟიმის დამყარებას. ომბუდსმენის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ დაკავებულ ნარკორეალიზატორთა უმრავლესობა, კლუბის გარეთ რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და გაურკვევეული იყო კლუბში სპეცრაზმის შესვლის რეალური მოტივი. აქცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს აქციაზე შს მინისტრის მისვლით დასრულდა, გიორგი გახარიამ შეკრებილ საზოგადოებას თავისი და პოლიციის სახელით ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმის დასადგენად, რამდენად მართლზომიერი იყო 12 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია.
მასალის გამოყენების პირობები






