"დავინახეთ ვინ რა პოზიციაზე დგას და რისი გამკეთებელია...ორკების გაჩენის საუკეთესო პირობებია შექმნილი"- სერგი გვარჯალაძე
სოც.მედია - 14:40, 14 May, 2018     1760
თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვენელი სერგი გვარჯალაძე, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ვფიქრობ მნიშნელოვანი ამბავი მოხდა, ამ ბოლო დღეების მანძილზე. დავინახეთ ვინ რა პოზიციაზე დგას და რისი გამკეთებელია. დავინახეთ, რა პრობლემები გვაქვს და გვექნება კიდევ უახლოეს პერიოდში. მომწონს რომ სკეპტიკურები ვართ, კითხვის ნიშნები გვიჩნდება და ნაკლებად ვაღმერთებთ და ბრმად არ მივყვებით. რასაკვირველია ვემხრობი ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, მაგრამ ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა მაინც განათლება და ეკონომიკაა (ორკების გაჩენის საუკეთესო პირობებია შექმნილი) ძალიან არაჯანმრთელი ცხოვრების სტილი გვაქვს. სპორტი უნდა გავხადოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი. ძალიან მინდა, რომ ჩვენ ერთმანეთის მოსმენა ვისწავლოთ და გვეყოს ძალა და გონება ამ პრობელმების მოგვარებაში. ახლა კი საქმეს დავუბრუნდეთ დასრულდა შესვენება“- წერს სერგი გვარჯალაძე.

შეგახსენებთ, 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის მოტივით სპეცრაზმი შევიდა. რასაც კლუბებიდან ხალხის ძალით გამოყვანა და დაკავება მოჰყვა. შსს-ს ქმედებებმა თბილისის ცენტრში მრავალრიცხოვანი პროტესტი გამოიწვია.მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული ქმედებით პოლიცია ბრძოლას უცხადებდა საკლუბო ინდუსტრიას და ცდილობდა პოლიციული რეჟიმის დამყარებას. ომბუდსმენის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ დაკავებულ ნარკორეალიზატორთა უმრავლესობა, კლუბის გარეთ რამდენიმე საათით ადრე დააკავეს და გაურკვევეული იყო კლუბში სპეცრაზმის შესვლის რეალური მოტივი. აქცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბოლოს აქციაზე შს მინისტრის მისვლით დასრულდა, გიორგი გახარიამ შეკრებილ საზოგადოებას თავისი და პოლიციის სახელით ბოდიში მოუხადა და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმის დასადგენად, რამდენად მართლზომიერი იყო 12 მაისს ჩატარებული სპეცოპრეაცია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42