"ჩავხოცოოოთ", „ღორიებივით დავკლაააათო", ამ ხალხში ღმერთის ნატამალი არ იყო" - დათო გორგილაძე
სოც.მედია - 14:36, 14 May, 2018     2356
მწერალი დათო გორგილაძე 12-13 მაისის აქციების შედეგებს ეხმაურება.
"მოდით, გავაანალიზოთსავით:
1. გუშინ მარტივი მექაინიზმის ხაფანგი იყო. ზედმეტად მარტივი საიმისოდ, რომ მასზე წამოგებულიყავი. და, აი, რატომ: წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ შსს მინისტრი. ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ითხოვს თქვენს გადადგომას იმის გამო, რომ დიდი ალბათობით თქვენი ბრძანებით (სხვა ამხელა მასშტაბის სპეცოპერაციას მწვანე შუქს ვერ აუნთებდა) კლუბში შეიჭრა ავტომატიანი ხალხი იმ ადამიანების დასაჭერად, რომლებიც რამდენიმე საათით ადრე, უკვე დაკავებული ჰყავდათ. კითხვებს გისვამენ, პასუხები -არ გაქვს. რა უნდა გააკეთო? აგროვებ იმ ხალხს, რომელთა მოგროვებაც იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე გრიშა ონიანისთვის ბადრი შუბლაძის გინება. მათი დახმარებით ალყაში აქცევ შენს მოწინააღმდეგეებს და ნელ-ნელა ძაბავ სიტუაციას. და სწორედ მაშინ, როცა ვითარება ყველაზე კრიტიკული ხდება, შენ მიდიხარ ადგილზე როგორც მხსნელი და ეუბნები შენს მოწინააღმდეგეებს: ჩვენც დავუშვით შეცდომები და თქვენც. ახლა არგუმენტების დრო არ არის. მე დეტალურად გამოვიძიებ იმ ბრძანების დეტალებს, რომელიც მე თვითონ გავეცი და პირობას გაძლევთ, რომ ნარკოპოლიტიაც გადაიხედება. დროზე მიპასუხეთ, ფიქრის დრო არ არის, ის ხალხი გავეშებულია. ცოტაც და მათი დაკავება გაგვიჭირდება. იფიქრეთ ახალგაზრდებზე, ნუ ფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე.
2. მეორე მხრივ, რთულია აქციის ორგანიზატრების გამტყუნება, მათი დადანაშაულება. ნერვების თამაშია, ორკების ურდო გემუქრება, მხოლოდ საკუთარ თავზე არ გრძნობ პასუხისმგებლობას. რთულია, მოკლედ.
3. საინფორმაციო ომი, პირწმინდად წაგებულია. ამ მხარეს (რომელსაც საკუთარ თავსაც მივაკუთვნებ), არ ჰქონდა ჩამოყალიბებული პრიორიტეტები და მესიჯები. მოლაპარაკებებში ერთი მარტივი წესი არსებობს: თუ ითხოვ ყველაფერს, სავარაუდოდ ვერაფერსაც ვერ მიიღებ. მგონია, რომ მოთხოვნა შსს მინისტრის გადადგომა არ უნდა ყოფილიყო - ეს უბრალოდ არარეალური გახლდათ. მოთხოვნა უნდა ყოფილიყო ადეკვატური - თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ის მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას და მიიღო გადაწყვეტილება (კი ვიცით, ვინც მიიღო, მაგრამ უარყოფს და მაშინ გაათავისუფლოს სხვები - ვინ ასრულებდა).
4. ვერ მოხერხდა მკაფიოდ ჩამოყალიბებულიყო, რომ ის ხალხი, ვინც იქ იდგა, არ იცავდა„ ბარიგებს" (კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მკვლელი წამლის შეგნებულად გამყიდველებს მოვუტყან მომავალი).
5. 3 საათზე მივედი აქციაზე. 5-ზე გავედი საქმეზე და მგონი 7-სკენ დავბრუნდი. აღარ შემიშვეს. ღამის 1-ელ საათამდე ვიდექი ორკების გარემოცვაში და რასაც ჩემი ყურები ისმენდა, შეუძლებელია გადმოსცე. ისიც კი მიკვირს, ამდენი ზიზღი როგორ შეიძლება დაიტიოს ტანმორჩილი ადამიანი სხეულმა. „ჩავხოცოოოთ", „მაგათი დედის ცოლ-შვილს შევეციიი" (არ გეშლებათ, გინებაში ნახსენებია დედის ცოლ-შვილი), „ღორიებივით დავკლაააათ". ამ ხალხში ღმერთის ნატამალი არ იყო. ღმერთისგან ასე დაცლილი ადამიანები მე არასოდეს მინახავს.
6. თავისუფლება გარდაუვალია. უბრალოდ, ჩათვალეთ, რომ ძველი კომპიუტერი გვაქვს და დიდხანს იტვირთება."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42