გიორგი მარგველაშვილის თქმით, საზოგადოებამ პოლიტიკური და ადმინისტრაციული მოვლენების სრული კრახი იხილა.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს.
"ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყენა, რომელიც დაიწყო ამ რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება ჩვენ მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში ჩვენ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე, ეს დღემდე კითხვის ნიშნად რჩება და ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება პასუხები,"-განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ბერას ახალ კლიპსაც გამოეხმაურა.
გიორგი მარგველაშვილმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზეც ისაუბრა.
„ნება მომეცით არ დავიწყო მუსიკალური ნაწარმოებების შეფასება. მარტივად გეტყვით ორ მომენტს - პირველი, არაერთხელ ხაზი გამისვამს იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური. მეორე - ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით,“-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






