მოდით დავიწყოთ ბოდიშით, ბოდიში, თუმცა, მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ იმის სახელით, თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა.
თუმცა,ა სევე მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, მათ, მხოლოდა, რომლებმაც ასევე მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმაში ადამიანს, რომელიც იცავდა სხვა ადამიანის უფლებებს, ასევე მათაც უთხრათ ბოდიში.
პირველი - ჩენი, ყველას საერთოა მოცანაა, რომ დღეს ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად.
მეორე - თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ, ამ მოედანზე არ შეუზღუდავს არავის. ასევე, იცით, რომ თითოეული პოლიციელი დღეს აქ და გუშინაც ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. ახლა იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც გახლავთ, ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი, იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, უბრალოდ უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში.
მე ჩემი მხრიდან გპირდებით, რომ ხვალ დილის 10 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, რომლებსაც თქვენ აირჩევთ, მათთან დეტალურად განვიხილავ პარასკევის ყოველ წუთს და ყევლა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით რომ უფლება დაირღვა, იქნება უფელბა აღდგენილი.
მე ასევე გპირდებით რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით.
ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ ტავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ასევე ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას.
მე მინდა გთხოვოთ რომ დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სხვა ამოცანა იქნება უმნიშვნელო, იმიტომ რომ თითოეული ქართველი მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი და არ აქვს არავიტარი მნიშვნელობა რელიგიურ მრწამსს, ორიენტაციას თუ ასაკს.
მინდა მივმართო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც რუსთაველზე არის შეკრებილი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ მიღწევები, რომელიც გვაქვს და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში, რომელიც მხოლოდ დაგვაკარგინებს დროს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






