„სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვა“ - განათლების მინისტრი
პოლიტიკა - 23:43, 13 May, 2018     1230

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება:

„ჩვენი ხელისუფლებისათვის საზოგადოების ნებისმიერი, დიდი თუ მცირე ნაწილის ინტერესები მნიშვნელოვანია და ყველა მათგანთან დიალოგისთვის მზად ვართ. მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენი ახალგაზრდობის ხედვებისა და პოზიციების უკეთ გაცნობას და ამის მზადყოფნას გამოვხატავ.

თითოეულ მოქალაქეს ეძლევა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და როგორც პრემიერმა განაცხადა, სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

ამავდროულად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვა. ეს მთელი საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესია და ბუნებრივია, ხელისუფლება ამის შესაბამისად იმოქმედებს. იმედი გვაქვს, პირველ რიგში თავად დაპირისპრებულ მხარეებს ეყოფათ გონიერება, არ დაუშვან სიტუაციის გამწვავება.

მიმაჩნია, რომ საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა, რათა აზრთა სხვადასხვაობამ შედეგზე ორიენტირებული კონსტრუქციული თანამშრომლობის ფორმა მიიღოს და ამისკენ მოვუწოდებ ყველა ჯგუფს“, - ნათქვამია ჩხენკელის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42