როგორ აფასებენ ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას - ამერიკის ხმა
პოლიტიკა - 22:55, 13 May, 2018     10619

"ამერიკის ხმა" თავის ვებ გვერდზე აქვეყნებს ანი ჩხიკვაძის სტატიას სათაურით "როგორ აფასებენ ვაშინგტონში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას", რომელსაც გთავაზობთ.

"საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ქართულმა ოცნებამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია. პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების მიზეზად ივანიშვილმა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად ხელისუფლების შიგნით არსებული გაუგებრობები დაასახელა. მან დაადასტურა არსებული ვერსია, რომ ქართული ოცნების შიგნით ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფი უპირისპირდებოდა.

ვაშინგტონში ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე ოფიციალურ დაბრუნებას აფასებენ და ამბობენ, რომ ერთი ადამიანის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაცია დემოკრატიული წინსვლისთვის საზიანოა.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისფულებაში ოფიციალურ თანამდებობაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც არიან გადაწყვეტილების რეალური მიმღებნი.

„მნიშვნელოვანია, რომ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში და მთავრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ოფიციალური თანამდებობა ეკავოთ. დასავლეთის მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს, თუ დასავლეთში იფიქრებენ, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები რეალურად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები“, - აცხადებს უილიამ კორტნი რენდის კორპორაციის უფროსი მკლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების მიღმა გავლენის ქონასა და არაფორმალურ მმართველობაზე ხშირად საუბრობდნენ. „ფრიდომ ჰაუსის“ 2018 წლის ანგარიშში საუბარია "კულისებს მიღმა" მმართველობაზე. ორგანიზაცია წერს, რომ „მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, მაგრამ ის კონტროლს ინარჩუნებს მმართველ „ქართული ოცნების“ პარტიაზე“.

"კენანის ინსტიტუტის" უფროსი მკლევარი და საქართველოში, ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საჭიროა პოლიტიკური სისტემა არ იყოს აგებული ერთ ადამიანზე.

„საქართველოში არის მიდრეკილება დიდი ფიგურებისადმი, როგორიც იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და ახლა ივანიშვილი. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე გახდება ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არ შემოიფარგლება ერთი ადამიანით... არ მინდა შედარება გავაკეთო პუტინთან, თუმცა პუტინი ერთადერთია რომელის გარშემოც რუსეთში ხდება ერთიანობის შენარჩუნება და ივანიშვილიც ასე ხედავს სიტუაციას, რომ ის უნდა დაბრუნდეს და "ქართულ ოცნებაში" ერთიანობა შეინარჩუნოს“, თქვა მან. „საქართველო წინ მიიწევს... ხელისუფლების, ძლიერი ოპოზიციის და გამჭირვალობის კუთხით საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს. თუ ივანიშვილი დაბრუნდა, იმედი მაქვს ეს დროებითია“, - ამბობს იალოვიცი.

კითხვაზე, თუ რამდენად გააქრობს არაფორმალური მმართველობის გარშემო დასავლეთში არსებულ შეშფოთებას ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა, კორნელი პასუხობს: „ფაქტი, რომ ივანიშვილი ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარეა, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფოციალური პოსტი არ უკავია მთავრობაში, აჩვენებს, რომ მას აქვს ძალზედ გავლენიანი როლი და რომ ის გადაწყვეტილებებს იღებს“.

მიმომხილველთა ნაწილი საუბრობს, იმ გრძელვადიან შედეგებზე, რომებიც ხელისუფლების ერთი პირის გარშემო კონცენტრაციას შეიძლება მოჰყვეს. ლუკ კოფის, "ჰერიტიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა ხელისუფლება, ისევე როგორც ოპოზიცია, იყოს პლურალისტული.

„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური მოძრაობა, მისი იდენტობა, ერთი ადამიანის გარშემოა გაერთიანებული, ეს ძალიან საშიშია. ამან შეიძლება არასტაბილურობა გამოიწვიოს. არ ვამბობ, რომ ივანიშვილის დაბრუნებით ამ ეტაპზე ეს ხდება. თუმცა, ზოგადად მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკური მოძრაობა იყოს მრავალფეროვანი და პლურალისტური, იქნება ის მთავრობაში თუ ოპოზიციაში,“ - აცხადებს კოფი.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოსა და რუსეთში ჯონ ტეფტმა, თბილისს მოუწოდა მხედველობაში მიიღოს ვაშინგტონის მოსაზრებები, რათა შეინარჩუნოს მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც თბილისს ამერიკისგან აქვს.

„ამ კონფერენციაზე, გამომსვლელების უმეტესობამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული სისტემის, ღირებულებების და მრავალპარტიული სისტემის მშენებლობა. ვფიქრობ, ვაშინგტონში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ, რასაც მთელი პოლიტიკური სპექტრი იზიარებს, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც. საქართველოს აქვს ფართო, ორპარტიული მხარდაჭერა და ამას უნდა მოუფრთხილდეთ“, - თქვა მან.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013 წლის ნოემბერში დატოვა. პრემირ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ არენაზე პარტია "ქართულ ოცნებას" სიმტკიცეს შესძენს."

ანი ჩხიკვაძე

12 მაისი, 2018

https://www.amerikiskhma.com/








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42