„ჩვენ გვყავს შავ პერანგიანები, კარგად მომზადებული რაზმები“ - ნეოფაშისტური დაჯგუფება ,,თეთრი ხმაურის“ წინააღმდეგ
პოლიტიკა - 18:53, 13 May, 2018     1887

„ჩვენ გვყავს ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული შავ პერანგიანები. ეს არის მომზადებული რაზმები“ - ნეონაცისტური ჯგუფის წევრები ,,თეთრი ხმაურის“ აქციას უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ მათ ყვათ რაზმები, რომლებიც ნებისმიერ დაპირისპირებაში ჩართვას შეძლებენ.

ეს არის მომზადებული რაზმები, რომელსაც კანონის შესაბამისად შეუძლიათ ასეთ დაპირისპირებაში ჩართვა. ჩვენ ახლა ვინც არიან აქ მამაკაცები, ნამდვილი ქართველები, ვაჟკაცები წინაპრების ღირსეული გამაგრძელებლები ჩვენ ვიწყებთ ჩამოყალიბებას რაზმების და ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ნარკომოვაჭრეები და ლგბტ პროპაგანდისტები დღის წესრიგს საქართველოში ვერ წაიყვანენ. დღის წესრიგი გვეკუთვნის ჩვენ. სიკვდილი მტერს,“- განაცხადა „საქართველოს სამოქალაქო ერთობის“ ლიდერმა გიორგი ჭელიძემ.

დაჯგუფების წევრები ამბობენ, რომ ,,თეთრი ხმაურის“ აქციის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი შეურაცხყვეს და ამისათვის, მზად არიან მათ პასუხი გასცენ.

აქციის წევრების თქმით გარდა იმისა, რომ თეთრი ხმაური მხარს უჭერს ნარკორეალიზატორებს და ლგბტ საზოგადოებას, მათ შეურაცხყვეს 9 აპრილის მემორიალი.

„გახსოვთ კადრები, როცა გოგო ცეკვავს მემორიალზე და მთელი აქცია ამას ტაშს უკრავდა. ჩვენ გვინდა პასუხი გავცეთ ჩვენ ამ საქციელით. სანთლები გვინდა დავანთოთ,“-განაცხადა გიორგი გაბედავამ.

ნეონაცისტური ჯგუფის, „საქართველოს სამოქალაქო ერთობის“ და „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის“ წევრებმა დღეს მსვლელობა დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს. ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა ჭანტურიას ქუჩაზე მათ პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

საბოლოოდ მათმა ერთმა ნაწილმა, გიორგი გაბედავასთან ერთად, რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვა მაინც შეძლო. ნაწილი კი ლონდონის პარკში იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42