"დღეს, 15:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შენობასთან. არ ვაპირებთ დანებებას, სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძლებეთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის."
განცხადება ჟურნალისტებისთვის გააკეთა ორგანიზაციის წევრმა ბექა წიქარიშვილმა.
მისი თქმით, სპეცოპერაცია არ ჩატარებულა იმისთვის, რომ ნარკორელიზატორები დაეკავებინათ, მათი მიზანი იყო ეჩვენებენიათ ძალა საზოგადოებისთვის. ისინი ითხოვენ შს მინსიტრის და პრემიერის გადადგომას. ისინი კვლავ მოუწოდებენ კვირიკაშვილს გააკეთოს განცხადება.
აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ქვეყანაში ჰუმანურ ნარკოპოლიტიკის გატარებას.
„ვითხოვთ პრემიერმა გააკრთოს განცხადება, წინააღმდეგ შემთხევაში ჩვენი მოთოხვნა მის გადადგომაზე რჩება ლეგიტიმური. ჩვენ ვერ ვხვდებით, საერთოდ გვყავს თუ არა პრემიერმინისტრი. მეორე - სპეცრაზმის შეყვანა და ადამიანების დარბევა შინაგან საქმეთა მინისტრის კისერზეა, მისი პასუხისმგებლობაა და თუ ამას მინისტრი ვერ ხედავს, ჩვენ საზოგადოება ვხედავთ და ამიტომ მისი გადადგომის შესახებ მოთხოვაც არის ლეგიტიმური. რეფორმა არის ამ პროტესტის მთავარი მოთხოვნა, რადგან შეიცვალოს პოლიციური სისტემა საზოგადოების კეთილდღეობაზე დამყარებული პრინციპებით“ -განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






