"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ღამის ეკონომიკა განვითარდება და კლუბური ცხოვრება განვითარდება და ჩვენგან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე - რომელიც არის ძალიან სამწუხარო. მე არ გთავაზობთ შესარიგებელ მატჩს, მე ვიცი რომ ამ ადამიანებს ჩემს მიმართ პატივისცემა აქვთ და ვაფასებ ამას, მე გთავაზობთ ერთად ვებრძლოთ ნარკორეალიზატორებს. ჩვენ გვიკვდება ჩვენი დები და ძმები და მე დარწმუნებული ვარ რომ ის ახალგაზრდები ვინც ახლა პარლამენტთან არიან დაგვიდგებიან გვერდზე და ერთად შევებრძოლოთ ნარკორალიზატორებს. - განაცხადა კახი კალაძემ.
რაც შეეხება საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნას, პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომის შესახებ, კალაძემ საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთბული განცხადებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან.
მისი თქმით, ნარკოპოლიტიკაზე გუნდში მუშაობა მიდის. მან ახალგაზრდებს ამ პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
"ჩემს უკან დგას პოლტიკური გუნდი, შეკრებილი ვართ პრემიერის, პარტიის ხელმძღვანელობით და ჩვენ ვმსჯელობთ. ნარკოპოლიტიკაზე დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არ არის მისაღები და ყველას გვიქმნის პრობლემას. აქაც თუ მათ აქვთ ინტერესი, რომ ნახონ რა მოსაზრებები გვაქვს, ვთავაზობთ შემობრძანდნენ, ჩვენი კარი არის ღია, კედელი არასოდეს აღმართულ ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის.
ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთბული განცხადებები ახალგაზრდების ლიდერების ხმრიდან"- აცხადებს მერი.
რაც შეეხება ჟურნალისტების კიდევ ერთ შეკითხვას თუ როგორ აფასებს კლუბში შეჭრის ფაქტს, განაცხადა, რომ ფორმა შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს.
"რაც შეეხება ფორმას, ეს შეიძლება პოლემიკის საგანი ყოფილიყო, მაგრამე რთ რამესი ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს უნდა ვებრძოლოთ ყველამ"- განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები






