ნარკორეალიზაციაში ბრალდებულები სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბში - ომბუდსმენი
პოლიტიკა - 20:39, 12 May, 2018     1546

საქართველოს სახლახო დამცველის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8 პირი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბში.

ნინო ლომჯარიას თქმით, ინფორმაცია მას შს სამინისტროში და ასევე დაკავებულებმაც დაუდასტურეს.

“წუხელ, როდესაც უშუალოდ აქციაზე ვიმყოფებოდი, განვაცხადე, რომ ალბათ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მეც მქონდა, რამდენად იყო აუცილებლობა აი ამ ფორმით, სპეცოპერაციის გზით, კლუბის ტერიტორიაზე შესვლის. მე ეს კითხვები დავუსვი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი განცხადებთ, არსებობდა სასამართლოს განჩინება ჩხრეკასთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ თითქოს არსებობდა ინფორმაცია, იქ იყო და საღდებოდა ნარკოტიკული საშუალება. ეს არის ის, რაც მე ზეპირად მოვისმინე, თუმცა კითხვები კვლავ მაქვს. რა თქმა უნდა, უფრო დასაბუთებული მოსაზრება რომ მქონდეს, უნდა ვნახო სასამართლოს განჩინება და ასევე, გამოვითხოვთ იმ უწყვეტ ვიდოეჩანაწერს, რომელიც ასახავს კლუბის ტერიტორიაზე ჩატარებულ ჩხრეკას იმისთვის, რომ ვნახოთ, რეალურად ამოიღეს თუ არა ნარკოტიკული საშუალება და შევაფასოთ, რამდენად იყო აუცილებლობა აი ამ ფორმით განხორციელებულიყო ჩხრეკა”, - აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მასალას, რამდენად აუცილებელი იყო თბილისის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარება.

„გამოვითხოვთ იმ ვიდეომასალას, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ასახავს იქ განხორციელებულ პროცედურებს, რათა შევაფასოთ, რამდენად იყო აუცილებელი და დასაბუთებული კლუბების ტერიტორიაზე სპეცოპერაცია. რაც შეეხება უშუალოდ დაკავების ფაქტებს, მთელი ღამის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელები ხვდებოდნენ დაკავებულ პირებს. ჩვენ გვაქვს კითხვები ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ცალკეულ შემთხვევებში პირთა ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს. თუმცა მათ, ვისაც შევხვდით, ისინი ძირითადად ცალკეულ შემთხვევებში საუბრობდნენ ძალის გადამეტებაზე უშუალოდ დაკავების დროს, თუმცა დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საჩივარი არ ყოფილა. ყველა მოქალაქეს, რომელსაც შესაძლებელია, რომ მიეღო დაზიანება, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძალის არაპროპროციულ გამოყენების მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, მივმართავთ, რომ მიმართონ სახალხო დამცველის ოფისს. ჩვენ აუცილებლად, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას შევისწვალით და გადავამოწმებთ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42