პრეზიდენტის დავალებით ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვრდებით დღეს მიმდინარე აქციას - ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 16:05, 12 May, 2018     1167
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აუცილებლობად მიიჩნევს, გუშინ ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროისათვის, იმ ადგილას და იმ ფორმით.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს სწრაფად გაეცეს ამომწურავი პასუხები.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად, მაგრამ, რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება მედიით, ის ინფორმაცია, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ძალიან მაღალი ინტერესი ამ ფაქტებთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ აუცილებელია მოხდეს ფაქტების დეტალურად და მიუკერძოებლად შესწავლა.

"დღეს, სამ საათზე მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი შეკრების და საპროტესტო აქციის ორგანიზებას. მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება ეს არის კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებით სარგებლობა უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში, ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს მოქალაქეებმა შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა.

პრეზიდენტის დავალებით ჩვენ ძალიან ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით მიმდინარე აქციას,"- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42