ექსპერტების განცხადებით, Facebook-ის მეშვეობით ვრცელდებოდა YouTube-ის ყალბი ლინკები, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს სთავაზობდნენ Chrome Web Store-იდან ზემოთ აღნიშნული გაფართოება დაეყენებინა.
ამ პროგრამის დაყენების შემდეგ მომხმარებლის კომპიუტერი ბოტნეტის (დავირუსებული მოწყობილობების ქსელი) ნაწილი ხდებოდა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა სხვადასხვა ადამიანის Facebook-ისა და Instagram-ის მონაცემების მოპარვა, ასევე კომპიუტერის სიმძლავრეები კრიპტოვალუტების ფარული მაინინგისთვისაც გამოიყენებოდა.
ექსპერტების განცხადებით, მარტის დასაწყისიდან, მსოფლიოს მასშტაბით, ამ პროგრამის მეშვეობით დავირუსდა 100 სხვადასხვა ქვეყანაში 100 000-მდე კომპიუტერი. განსაკუთრებით დაზარალდნენ ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნები.
Radware-ის სპეციალისტები აცხადებენ, რომ Google-მა ჰაკერული გაფართოება აღმოჩენისთანავე მომენტალურად წაშალა.
მასალის გამოყენების პირობები






