„ის, რაც გუშინ ღამის კლუბებში მოხდა, არის ხელისფლების თავზეხელაღებულობის უპრეცენდენტო მაგალითი“ - ვაშაძე
პოლიტიკა - 13:08, 12 May, 2018     1086
ის, რაც გუშინ ღამის კლუბ, "ბასიანთან" და "გალერისთან" მოხდა, არის ხელისფლების თავზეხელაღებულობის კიდევ ერთი უპრეცენდენტო მაგალითი - ასე ეხმაურება ,,ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გუშინ ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

„გუშინდელი ე.წ. სპეცოპერაციის შედეგად 60 -მდე პირია დააკავეს. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ახალგაზრდები და კლუბში მყოფი ტურისტები. ეს არის სამარცხვინო ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, გადადგმული, სამარცხვინო ყრილობის გადასაფარად.

ამ საქციელს არაფერი აქვს საერთო ნარკოდანაშაულთან ბრძოლასთან! ხელისუფლება მფარველობს მსხვილ ნარკომოვაჭრეებს, ამავდროულად დასდევს წვრილფეხობას! კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ თითოეულ მაღალჩინოსანს, თუ ამ ამბების შემდეგ, ხვალინდელილი დღიდან ნარკოტიკული საშუალებები კიდევ გაიყიდება!

პოლიტიკაში "დაბრუნებულმა" ბიძინა ინავიშვილმა, გუშინდელ ყრილობაზე განაცხადა, -" სტუმარმასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება, განვითარების და კეთილდღეობის წყაროდ უნდა გადაიქცეს როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე ათასობით ქართული ოჯახისთვის“- ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, ხელისუფებამ დაგვანახა რა ლამაზად და კოხტად შეუძლია გაუმასპინძლდეს ტურისტებს, დაგვანახა საკუთარი სტუმართმოყვარეობა. დაგვანახა, რამდენად დემოკრატულია.

ამ ძალისმიერი ქედებით, ხელისუფლებამ ერთგვარად გამოსცადა და შეამოწმა საზოგადოების რეაქცია, შემდგომში, მის მიერ დაგეგმილი ასევე ძალისმიერი აქტების მიმართ, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც მედიის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მისამართით.

ამ ქმედებებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი რეალური სახე. ხელისუფლება ახლა იმყოფება ჩიხში და ერთადერთი გზა დარჩენია, მოახდინოს ძალის დემონტრირება. გუშინდელი ყრილობის შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთხელ გაუბედურებულ სახეს, გამოსწორება სჭირდება და გადავიდნენ ძალის დემონსტრირებაზე“ - აცხადებს ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42