„უმარტივესი სცენარი იყო... მამიკო, ჩემზე ცუდებს ამბობენ და... მიხედე რა.. შე იდიოტო თუ 3 თვე უთვალთვალებ ბარიგებს სხვაგან აიყვანე, კლუბში ავტომატით რატო შედიხარ...“
სოც.მედია - 12:56, 12 May, 2018     2476
ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში გამოხმაურებები მოჰყვა. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუკი სამართალდამცავები 3 თვე ნარკორეალიზატორებს უთვალთვალებდნენ, რატომ გახდა ღამის კლუბებში, სადაც უამრავი ტურისტი შედის, ავტომატებით შევარდნა და არა სხვა ადგილზე მათი აყვანა.
გუშინდელ ფაქტს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება სამშენებლო კომპანია ,,m2 კვადრატის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით გორგილაძე:


"1. უმარტივესი სცენარი იყო - „მამიკო, ჩემზე ცუდებს ამბობენ და ჩემს სიმღერებს აღარ დაალაიქებენ და მიხედე რა".

2. ვინც კომუნიკაციაში ოდნავ მაინც ერკვევა, იოლად დაინახავდა, რა საბჭოური გათვლა ჰქონდათ: შევალთ, ესენი გაბრაზდებიან და კამერის წინ საყურეებიანი ბიჭები და სვირინგებიანი გოგოები დაგვიწყებენ ჩხუბს. იქნებიან არაფხიზელ მდგომარეობაში, იყვირებენ და ხალხი იოლად შეჭამს იმას, რო მანდ ცოდვის კალო ტრიალებს.

3. შესაბამისად, ნუ იფიქრებთ, რომ ამ კდრებით პოლიციის სისასტიკე ჩანს საშუალო სტატისტიკური ქართველის თვალში. მანდ ჩანს, რომ „გაფუჭებულ" ახალგაზრდებს ჭკუა ასწავლეს და გამოსწორების გზაზე დააყენებენ.

4. შე იდიოტო და მავნებელო, თუ 3 თვე ბარიგებს უთვალთვალებ და ვიდეო მტკიცებულებები გაქვს, კლუბში ავტომატებით რატო შედიხარ. სხვაგან აიყვანე თუ აყვანა გინდა.

5. ბასიანი სახინკლე არ გეგონოთ. ევროპელი ტურისტების უდიდესი ნაწილი თბილისში სწორედ ბასიანის გამო ჩამოდის. ისევე, როგორც ბერლინში მიდის ხალხი ბერგჰაინის გამო.

6. თავი მოვიჭერით ფეხებამდე და ასე რომ იქნებოდა, ეს იცოდა ყველამ, ვინც ამაზე ბრძანება გასცა. და, თუ არ იცოდა, ესეიგი დებილია და მანდ არ უნდა მუშაობდეს.

7. ეგ „საყურეებიანი ბიჭები" და „სვირინგიანი გოგოები" ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იხდიან გადასახადებს და არაფერს უშავებენ სხვას (თქვენგან განსხვავებით). პარასკევ საღამოს, იმ სტრესის გამო, რომელმაც ლამისაა ყველა გაგვსრისოს საქართველოში, უფლება აქვთ განიტვირთონ და თქვენ ეს უფლება წაართვით. ეს არის ბანძობა და გოიმობა.

8. არეკლამეთ ახლა ძველი თბილისის ხედები, მოკუკლავებული აბანოთუბანი, ატრიალეთ ფერებგასწორებული კლიპები, რომ საქართველო რაინდების ქვეყანაა, ღვინის ქვეყანა, ვაჟკაცების ქვეყანა და როცა ტურისტი ჩამოვა, დაახვედრეთ ავტომატის ლულა.

9. ფუ." - წერს გორგილაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42