მივმართავ დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს:
1. დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ შედეგზე ორიენტაციას (მოთხოვნებს). წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება საკუთარ მიზანს მიაღწევს;
2. აუცილებელია მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის გაწერა, რათა ეს არ იყოს ერთჯერადი შეკრება, რაზე გათვლაც სავარაუდოდ მათ გააკეთეს;
3. იმ შემთხვევაში, თუ ეს საპროტესტო აქციები შედეგს ვერ გამოიღებს, დარწმუნებული ვარ, შემდეგი თავდასხმა იქნება თავისუფალ მედიაზე. ეს გუშინდელ ყრილობაზე დააანონსეს, ამიტომ თქვენზე დიდი პასუხისმგებლობაა.
პ.ს. გუშინ გაისმა პოლიტკიოსები არ გვინდაო. როგორც გადაწყვეტთ, მაგრამ ხელისუფლებამ გუშინდელი, პოლიტიკისთვის და არჩევნებში შედეგის მისაღწევად გააკეთა. შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუქზე "ქართული ოცნების" ტაშის გრიალი და აღტკინება, რაც ნამდვილად არ ჩანდა ყრილობის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






