„გამახსენდა საბჭოთა კავშირის დროინდელი ყრილობები... თუ ეს ივანიშვილს მოსწონს, ცუდადაა მაგის საქმე“ - მამუკა კაციტაძე
პოლიტიკა - 19:50, 11 May, 2018     1433
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ყრილობის აღნიშნული ნაწილის შემდგომ, ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და პოლიტიკაში დაბრუნების სამ მიზეზზე ისაუბრა, ერთ-ერთი მათგანი კი ოპოზიცია გახლავთ.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამუკა კაციტაძე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აფასებს და საუბრობს იმ ფაქტორებზე თუ რას არ ეთანხმება ან ეთანხმება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში:

„ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება არის დადებითი ფაქტი, დადებითი მოვლენა იმ თვალსაზრისით, რომ მმართველ პარტიაში შექმნილი გაურკვევლობები და არეულობები, რომელიც გადაედება სახელმწიფოს, ხელისუფლებას და შესაბამისად ხალხს, არის ცუდი და ამ მოსვლით ეს არეულობები დასრულდება. მეორე, არაფორმალური მმართველობის საკმაოდ ცუდი დამღა და ცუდი იარლიყი სახელმწიფოს კისერზე დაკიდებული მოიხსენბა, ფორმალურად გამოჩნდება აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი, ვგულისხმობს ცენტარლურ საკანონმდებლო, ცენტრალურ აღმასრულებელ, ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველაფერს და ეს არის კარგი. ყველაფერზე კარგი კი ის არის, რომ ქართულმა ოცნებამ უკანასკნელი გასროლა გააკეთა, მას აღარ გააჩნია აღარანაირი რეზერვი, რომელიც ივანიშვილს უნდოდა, რომ გამოეყენებინა, ეს ყველაფერი მოხდა 18-ში, სწორედ იმ შიდა არეულდარეულობების გამო, რაც ერთ-ერთ მიზეზად თავად დაასახელა, რომ ხელისუფლებაში შიდა კინკლაობები იყო, მაგრამ რეალურად ამანაც აიძულა, რომ დაბრუნებულიყო.

რაც შეეხება მის მიერ ჩამოთვლილ სამ მიზეზს, ვეთანხმები, რომ ერთ-ერთი ნამდვილად არის ხელისუფლების შიდა არეულობა, რა თქმა უნდა მიზეზი არის სოციალურ-ეკონომიკური რთული სიტუაცია, მაგრამ არ ვიცი რა გეგმა აქვს იმსიათვის, რომ მან ეს დაძლიოს. მან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც დაასახელა და მივესალმები თუ ეს გეგმა გააჩნია.

ოპოზიციის დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი დაასახელა მან ერთ-ერთ მიზეზად. თუ ვინმე ებრძვის ოპოზიციას, მათ შორის დაუშვებელი ფორმებითა და მეთოდებით, ეს არის ქართული ოცნება და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილი პირველივე დღიდან. მის პოლიტიკურ გზავნილს ეკუთვნის გამონათქვამი, რომ შუა უნდა დაიკრიფოს და შუა მასსა და სააკაშვილს შორის, ამიტომ თუ დღეს ოპოზიცია არის სუსტი, თუ დღეს ოპოზიციას არ უშვებს არავინ და თუ ეს პრობლემა არსებობს ქვეყანაში, ამის სათავეს იღებს ქართული ოცნებიდან და ქართული ოცნების მიერ შექმნილი განწყობა. ამ ნაწილში მე მას არ დავეთანხმები, დავინახავ როგორი ტიპის მზაობით შემოვა ის ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ. კონსტრუქციულობაში ის თუ მორჩილებას გულისხმობს, რა თქმა უნდა ამ საქმინდა არაფერი გამოვა, თუ კონსტრუქციულობას გულისხმობს, მაშინ ახლადარჩეულ თავმჯდომარეს „ართული ოცნებისას“ ვუთვლი,რომ დღეს გაფორმდა საქართველოში პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კანონი, კერძოდ, საქართველოს პარლამენტში 18 აპრილს მიღებული კანონი პრეზიდენტმა ხელმოწერილად აქცია და ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის დაკანონება სახელმწიფო ბიუჯეტის თავზე. ჩაერიოს თავისი უფლებამოსილებით ივანიშვილი და უკრძალოს ყველას, შეცვალოს ის მოცემულობა, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პოლიტიკური კორუფცია მყარდება.

მე მინდა სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება, დღეს იყო ყრილობა, ყრილობა როგორც წესი სუფრას გავს, იქ გამოსვლები უფრო მსმენელზეა გათვლილი, სადღეგრძელოსავით არის ეს ყველაფერი, ამიტომ, მთავარი ის არ არის დღეს რა ითქვა სუფრასთან, მთავარია რეალურ ცხოვრებაში რა გატარდება მის მიერ. ერთ რამეზე კი მინდა მადლობა ვუთხრა ქართულ ოცნებას, გამახსენდა საბჭოთა კავშირის დროინდელი სესიები და ყრილობები, გადატყავებული ხელებით და ერთმანეთს რომ ასწრებდა ხალხი ფეხზე წამოდგომას, ვინ უფრო ჩქარა ადგებოდა, ვინ უფრო ხმამაღლა ტაშს დაუკრავდა, ნუთუ ეს ივანიშვილს მოსწონს? თუ ეს მოსწონს ივანიშვილს, მაშინ მისი საქმე ცუდად არის და თუ არ მსოწონს, მაშინ მიანიშნოს მაინც, რომ ლაქუცი არ არის პოლიტიკური ურთიერთობის ფორმა“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42