"ბატონი ბიძინა არ გვეუბნებოდა მეოთხე წელი იქნება ჭკუიდან გადასასვლელიო?"- ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 19:14, 11 May, 2018     1174
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-6 წელს ჩატარებულ ყრილობაზე მმართველმა გუნდმა ვერ შეძლო ვერცერთი რეალურად გადაწყვეტილი საკითხის დასახელება. ბურჯანაძის განცხადებით სწორედ ივანიშვილი პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას 4 წლის თავზე ცხოვრების გაუმჯობესებას, თუმცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ელემენტარული პრობლემები აქვს:

„ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად არ წასულა, ის მართავდა გუნდს, ცუდად, მაგრამ მართავდა ქვეყანასაც. ვნახოთ, ახლა ჩრდილიდან გამოსული როგორ წარმართავს პროცესს. თუმცა მე დიდი იმედი არ მომეცა მისი გამოსვლის შემდეგ და არც მქონდა დიდი მოლოდინი, როდესაც 6 წლის შემდეგ ჩატარებულ ყრილობაზე არცერთი რეალურად გადაწყვეტილი საკითხი არ იქნა ნახსენები, გარდა იმისა რომ ქუჩაში აღარ გვხოცავენ და ციხეებში აღარ აუპატიურებენ მასობრივად ადამიანებს.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ელემენტარული პრობლემები აქვს ესაა ცარიელი მაცივარი, დიდი კომუნალური გადასახადები. ბატონი ბიძინა არ გვეუბნებოდა რომ პირველი წელი კარგი იქნებოდა, მეორე უკეთესი, მესამე გადასარევი და მეოთხე ჭკუიდან გადასასვლელი ესე არ იყო? მე ხომ არ შევპირებივარ ხალხს ამას? განსხვავებით ბატონი ივანიშვილისგან მე საზოგადოებას ვხვდები და ვიცი საზოგადოებას რა პრობლემები აქვს.“- განაცხადა ბურჯანაძემ.

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ოპოზიციასთან დაკავშირებით ივანიშვილის გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ღირსეული ოპოზიცია არაა:

„განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი იყო ის განცხადება, რომ თურმე ბატონ ბიძინას ძალიან აწუხებს ის რომ ოპოზიცია სუსტია და ის ლამის ოპოზიციის გასაძლიერებლად დაბრუნდა, ყველაფერი გააკეთა ივანიშვილმა იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი მიწასთან გაესწორებინა და ოპოზიცია დაესუსტებინა. ნაწილობრივ მას ეს გამოყვიდა, თუმცა ბოლომდე ის ვერ შეძლებს ამას. ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ, რომ ყველა არჩევნები იყო მანიპულაციებითა და მოსყიდვებით ჩატარებული. გნებავთ მედია საშუალებებზე- სად არის მაესტრო? რომელიც აქტიურად მაუწყებლობდა სააკაშვილის რეჟიმის დროს სხვათაშორის. მე არც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი „იმედის“ ან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში... აღარაფერს ვუტყვი იმაზე, რომ ივანიშვილმა გვითხრა, რომ ძირითადად რუსეთთან ურთიერთობები დარეგულირებულა, ოღონდ ეს არ ეტყობა არც ადმინისტრაციულ საზღვრებს და არც იმ ადამიანებს, რომელსაც იტაცებენ. ძალიან სამწუხარო იყო ის, რომ კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თურმე დასავლელი პარტნიორების მეშვეობით უნდა დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობა, რაც გამორიცხულია.“- განაცხადა ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42