„ვაღიაროთ, რომ ეს არის ძალიან კარგი, როდესაც საჯარო პოლიტიკის სივრცეში გამოდის ავტორიტეტული ადამიანი და ვაღიაროთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს ავტორიტეტი აქვს, სხვა ავტორიტეტული ადამიანებიც თუ შემოვლენ საჯარო პოლიტიკის სივრცეში ეს მხოლოდ კარგი იქნება.
ამით დასრულდება საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, რაც ძალიან ურტყამდა საქართველოს იმიჯს დასავლეთში, ამაზე აქტიურად მუშაობდა ბოკერიას ჯგუფი, რომელთანაც ასე მგზნებარედ არის ჩახუტებული ბატონი ბიძინას ერთ-ერთი ფლანგი კობახიძე-მდინარაძის სახით. ბატონი ბიძინა გამოირჩევა იმით, რომ მუდმივად აპელირებს სიმართლის თქმაზე, დღესაც აღნიშნა, რომ ვერ ვხედავ სიმართლის მთქმელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს ... მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრ გამოსვლაში მე ეს სიმართლე მითქვამს. მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ. ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური კრიზისის გამო გამოვიდა, ეს კრიზისი მწიფდებოდა ერთი წლის განმავლობაში, იქ გაჩნდა ორი ჯგუფი ე.წ ძველები და ახლები. ეს ახლები პირდაპირ ვამბობ, კობახიძე-მდინარაძე-ბოკერიას ჯგუფია და როდესაც ბატონი ბიძინა ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანად შეიცვალა, სწორედ ამ ხელისუფლების ძალისხმევით დარჩა საპარლამენტო სივრცეში ბოკერიას ჯგუფი და ქართველი ხალხის გამარჯვება ბოროტებაზე არაა დასრულებული.“- განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილის თქმით, ივანიშვილმა უნდა დააკონკრეტოს ვის გულისხმობს უღირს იოპოზიციაში, რადგან ის საკუთარ თავს და პოლიტიკურ ძალას „უღირს ოპოზიციაში“ არ მოიაზრებს. ინაშვილის განცხადებით პოლიტიკური ოპოზიციის გაძლიერება სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს.
„ის რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია არაა პოლიტიკური ოპოზიციის გაძლიერება სახელმწიფო ამოცანა უნდა იყოს. ოპოზიცია თავისთავად ვერ გაძლიერდება ტუ სახელმწიფომ არ დაისახა ეს მიზნად, არ შექმნა სათანადო კანონმდებლობა, არ მოგვცა საშუალება არჩევნებში თავისუფალი მონაწილეობის.“- აღნიშნა ინაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






