„ივანიშვილის სწორედ ოპოზიციის აქტიურობამ გამოიყვანა ასპარეზზე“ - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 18:59, 11 May, 2018     1418

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ყრილობის აღნიშნული ნაწილის შემდგომ, ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და პოლიტიკაში დაბრუნების სამ მიზეზზე ისაუბრა, ერთ-ერთი მათგანი კი ოპოზიცია გახლავთ.

ივანიშვილის გამოსვლას პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ნიუპოსტთან“ აფასებს:

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან სუსტი გამოსვლა იყო, როგორც ჩანს ნამდვილად აშინებს სიტუაცია. საზოგადოების განწყობას ხედავს, რომ ძალიან ნეგატიურია პერსონალურად მის მიმართ და "ქართული ოცნების" მიმართ და მას სერიოზული შიში აქვს, რომ ამ არჩევნებს წააგებს, საპრეზიდენტო არჩევნებს ვგულისხმობ წელს. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩაერთვება საარჩევნო პროცესში. მაგრამ თუ საზოგადოების გამოხმაურებას სოციალურ ქსელში დავაკვირდებით, აბსოლუტურად ნეგატიურია მის გამოჩენაზე ამ შემთხვევაში და როგორც ჩანს არაფერი ახალი გზავნილი მას არ გაუკეთებია, რის გამოც შეიძლებოდა რამე პოზიტივი ყოფილიყო საზოგადოების მხრიდან.

ისევ და ისევ, არასწორი გზავნილია ოპოზიციაზე მისი საუბარი, გადაბრალებით ოპოზიციაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ ვითარდება, სამუშაო ადგილები არ იქმნება და გაჭირვება არის, თავის თავს აზიანებს ბიძინა ივანიშვილიც და ქართული ოცნებაც. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ განა იმის მცდელობა აქვთ, რომ რამე შეცვალონ ქვეყანაში და უკეთესობისკენ წავიდეს, უბრალოდ უნდა, რომ ამ განცხადებებით როგორმე თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხისმგებლობას ის ვერ გაექცევა. შემოქმედი იმ გაჭირვების, იმ პრობლემების რაც ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნებაა. კარგად ჩანს, რომ სწორედ ოპოზიციის აქტიურობამ გამოიყვანა ის ასპარეზზე, იმიტომ რომ უკიდურესად რთული მდგომარეობა აქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42