Cannes Lions 2018-ის საქართველოს ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი დაიწყო
პოლიტიკა - 18:38, 11 May, 2018     847

თბილისის ტექნოპარკში სარეკლამო სფეროს ყველაზე მასშტაბური ფესტივალი - Cannes Lions 2018-ის ადგილობრივი ახალგაზრდული შესარჩევი კონკურსი Young Lions Georgia დაიწყო. კონკურსი სამი დღის განმავლობაში, 11, 12 და 13 მაისს გაგრძელდება.

Young Lions Georgia საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება, მონაწილეების რაოდენობა კი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წლის ახალგაზრდულ კონკურსში 168 გუნდი იასპარეზებს, რაც ამ დროისთვის რეკორდული რაოდენობაა.

შესარჩევი კონკურსი უკვე მეორე წელია ხუთ კატეგორიაში მიმდინარეობს: PRINT, DESIGN, CYBER, FILM და MARKETERS. თითოეულ კატეგორიას აფასებენ ჟიურის პროფესიონალი წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან. ამასთან, წელს ყველაზე მეტი 40-40 გუნდი დარეგისტრირდა ციფრული კამპანიისა და ბეჭდური მედიის გატეგორიებში, 34 ახალგაზრდა მარკეტერებში, 28 - ვიდეო რეკლამის, ხოლო 26 დიზაინის კატეგორიაში.

თითოეlუი კატეგორიის გამარჯვებული გუნდი ორგანიზატორების დაფინანსებით გაემგზავრება საფრანგეთში, კანის კრეატიულ ფესტივალზე და საქართველოს სახელით შეებრძოლება მსოფლიოს სხვა საუკეთესო მეტოქეებს ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის.

მომდევნო 3 წლის განმავლობაში, კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერი იქნება თიბისი, ხოლო 2018 წლის კონკურსს შემოუერთდნენ Socar Georgia Petroleum და თბილისის მერია. მედია პხარდამჭერია: Marketer.ge.

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოს სარეკლამო სფეროში, რომელიც 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში იმართება. ფესტივალის სიმბოლოა ლომი. ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომების მოსაპოვებლად მთელი მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიის პროფესიონალები იბრძვიან. კანის ლომის ფლობა განსაკუთრებულ სტატუსს სძენს ფლობელს. ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის ფესტივალის ერთ-ერთი ნაწილია. აქ სფეროს ამომავალი ვარსკვლავები უმტკიცებენ ერთმანეთს თავიანთ სიძლიერეს სხვადასხვა მიმართულებაში.

http://www.canneslions.ge

https://www.facebook.com/canneslionsgeorgia/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42