„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭიოს თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რატომაც გადაწყვიტა პოლიტიკაში დ ბრუნება, ერთ-ერთ მიზეზად კი ოპოზიცია დაასახელა:
„მეორე, რამაც დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებისკენ მიბიძგა ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ოპოზიციის დეფიციტია. ჩვენი ოპონენტების უღირსი ნაწილი ხელისუფლებასთან არგუმენტირებული მეტოქეობის გონივრული, უკეთესი ალტენატივების შეთავაზების და დასაბუთებული კრიტიკის ნაცვლად შეპყრობილია ანტიდემოკრატიული რევანშის წყურვილით, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან არა უკეთესი პროგრამების წარმოდგენაში, არამედ ქვეყანაში უიმედობისა დ უპერსპექტივობის ატმოსფეროს დანერგვაში, რადგან კარგად იციან, რომ მხოლოდ ეროვნული პესიმიზმია ის ერთადერთი პლაცდარმი რომლიდანაც შეძლებენ დემოკრატიაზე შურისძიებას. ხალხის მხარდაჭერის არქონის გამო, ხედავენ მხოლოდ ერთ გზას, როდესაც ხალხს მხოლოდ არეულობა უნდა მოეჩვენოს ერთადერთ გზად“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






