"ჩვენ დღეს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი ქვეყნების სიაში შევდივართ"- დავით საგანელიძე
პოლიტიკა - 15:57, 11 May, 2018     1670

„ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს,” ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია ElbitCyclone-ის ერთობლივი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო დონის კომპანიები საქართველოს ნდობას უცხადებენ, ჩვენი ქვეყანა კი მსოფლიო ავიაბაზრის რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს. ეს სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იქნება. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომლებმაც გადამზადების პროგრამა ისრაელის წამყვან სპეციალისტებთან გაიარეს. მსგავსი ქარხნები ძალიან მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ფუნქციონირებს: ამერიკაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ისრაელში და ა.შ. ამ ქარხნის ერთერთი ყველაზე დიდი დამსახურება ის არის, რომ საქართველო გამოვიდა იმ ქვეყნების რიგიდან, რომელთა ექსპორტის ძირითად ნაწილს მხოლოდ წიაღისეული ან პირველადი გადამუშავების ნედლეული შეადგენს და ჩვენ დღეს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი ქვეყნების სიაში შევდივართ“, აღნიშნა დავით საგანელიძემ

საქართველოში ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) გაიხსნა. ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის (ATC) გახსნის ოფიციალური ცერემონიალის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საწარმოს მთავარი დანადგარი, ავტოკლავი აამუშავა, საზეიმო გახსნის შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საპატიო სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგნენ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, „Elbit Systems Cyclone“-ის წარმომადგენელი რან კრილი, ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური და ისრაელის სახელმწიფოს ეკონომიკისა და ინდუსტრიის მინისტრი ელი კოენი.

სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის. საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები მსოფლიო ავიაინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, ისეთები, როგორებიც არიან „ბოინგი“ „ბომბარდიერი“ „ეარბასი“ და სხვა ლიდერი კომპანიები.

ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-5 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 80-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი და სხვა ნაწილები დამზადდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42