"ადამიანს, რომელსაც აქვს პოლიტიკური წონა, ნდობის ფაქტორი, ბევრი რამის შეცვალა შეუძლია" - ეკა ბესელია ივანიშვილზე
პოლიტიკა - 15:10, 11 May, 2018     1407
"ქართული ოცნების" მეხუთე ყრილობისთვის მთაწმინდის პარკში უკვე ემზადებიან. ყრილობის დაწყებამდე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობით პარტია უფრო მეტად გაძლიერდება მოხდება, რადგან ივანიშვილს აქვს განსაკუთრებული რესურსი და პოლიტიკური წონა.

"ეს არის მეხუთე ყრილობა, პარტიას 6 წელი შეუსრულდა და ახალი ეტაპი დაუდგა. დღეს პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი გახდება მმართველი, ამ პოლიტიკური გუნდის. მთავარი გზავნილები იქნება მის გამოსვლაში და ის ახალი ხედვა და ენეგია, რომელიც სჭირდება მმართველ პოლიტიკურ პარტიას. იმისთვის, რომ კონსოლიდირება, გაერთიანება მოახდინოს საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების ირგვლივ და ეს გადაწყვეტილება იქონიებს ძალიან დიდ როლს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომელიც მთავარი დამფუძვნებელია მუდმივად ახლავს ამ პარტიის ისტორიას, მაგრამ თავმჯდომარედ მისი მოსვლა პარტიაში პირველად ხდება და ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. მე ამ ყველაფერს ვუყურებ დადებითად, შეიძლება ადამიანმა ბევრი მიზეზის ძებნა დაიწყოს ამაში მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ამას ფართო პოლიტიკურ ჭრილში უნდა ვუყურით. მმართველ პარტიას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ადამიანს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული რესურსი, პოლიტიკური წონა და ნდობის ფაქტორი მას უთუოდ შეუძლია შეცვალოს ძალიან ბევრი რამ" - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42